ჭდე: მკვლელობა ხორავას ქუჩაზე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. სასამართლომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას დღევანდელ სხდომაზე გადახედა და მათ მიმართ გამოყენებული პატიმრობა ძალაში დატოვა. ამასთან, როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობაც და მათ მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებებიც დასაშვებად ცნო. – დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა დამატებითი მტკიცებულებები და მოითხოვა მათი […]

ხორავაზე მკვლელობის საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს – რას ამბობს ადვოკატი მაჭარაშვილი

სკოლის საპირფარეშოში მოსწავლემ კლასელს სათამაშო პისტოლეტიდან პლასტმასის ტყვია ესროლა - როგორ დაიწყო ხორავას ქუჩის კონფლიქტი

ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი რეზონანსულ საქმის პროცესის დაწყების წინ ამბობს, რომ მთავარი კითხვა დანებთან დაკავშირებით არსებობს. ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ არის ჩატარებული. – დაცვის მხარეს ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს გამოძიებასთან, ამიტომ დავნიშნეთ ალტერნატიული ექსპერტიზები, რომ ყველა ამ კითხვას, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს პასუხი გაეცეს. მთავარი კითხვა გვაქვს […]

როგორ მოკლეს 51-ე სკოლის მოსწავლეები თანატოლებმა – საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც P.S.-მა მოიპოვა

როგორ მოკლეს 51-ე სკოლის მოსწავლეები თანატოლებმა - საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც P.S.-მა მოიპოვა

დოკუმენტი, რომელიც ,,პოსტსკრიპტუმმა“ მოიპოვა, სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეს ეხება და მასში დეტალურად არის აღწერილი, რა მოხდა პირველ დეკემბერს – როგორ და ვის მიერ დაიწყო დაპირისპირება ჯერ თბილისის 51-ე სკოლაში, როგორ და ვისი მონაწილეობით გაგრძელდა შემდეგ ხორავას ქუჩაზე და როგორ მოკლეს ორი მოზარდი მათმა თანატოლებმა. დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული სახელები და გვარები – ვინ როდის სად იმყოფებოდა და […]

ზვიად კუპრავა – “პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მონაწილეებს ხელს აფარებს”

სკოლის საპირფარეშოში მოსწავლემ კლასელს სათამაშო პისტოლეტიდან პლასტმასის ტყვია ესროლა - როგორ დაიწყო ხორავას ქუჩის კონფლიქტი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა, რომელსაც 2 მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, დღემდე ბევრ საიდუმლოს მალავს. აქამდე არსებულ კითხვებს და ეჭვებს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი დაემატა – ფარდული, სადაც მოზარდებმა ჩხუბი დაიწყეს, პოლიციის ნებართვით დაანგრიეს. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მიიჩნევს, რომ ფარდული კვალის დაფარვის მიზნით იქნა დანგრეული. “ახალ თაობასთან” საუბარში კუპრავა ამბობს, […]

ხორავაზე დაჭრილ კიდევ 2 ბიჭს ჭრილობები ზურგის არეში აქვს – სკანდალური საქმის ახალი დეტალები

სკოლის საპირფარეშოში მოსწავლემ კლასელს სათამაშო პისტოლეტიდან პლასტმასის ტყვია ესროლა - როგორ დაიწყო ხორავას ქუჩის კონფლიქტი

თბილისში, აკაკი ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებისას დაჭრილი კიდევ ორი მოზარდის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, დაჭრილებიდან ერთი პირველი ექსპერიმენტული, მეორე კი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ორივე მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები ზურგის არეში ჰქონდა მიყენებული. მათგან ერთ-ერთს, პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეს („ინტერპრესნიუსი“ მის ვინაობას შეგნებულად არ ასახელებს), […]

”მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო” – ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი პატიმრობას არ გაასაჩივრებს

”მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო” - ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელი პატიმრობას არ გაასაჩივრებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ერთ-ერთი პირი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე არ გაასაჩივრებს. – თვითონ ფაქტი იმდენად რთულია, განვიცდი და მინდა, ჩემი თავი ცოტა ხნით დავსაჯო, საზოგადოებისგან იზოლირება მინდა, – ამბობს ბრალდებული. ადვოკატ დარეჯან ბუცხრიკიძის თქმით, ბრალდებულს, რომელიც ერთ-ერთი მოსწავლის მამა და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, „საზოგადოებისგან იზოლირება უნდა“. ადვოკატის თქმით, მისი […]

”გ.ჯ. ამბობს, რომ არავინ დაუჭრია…დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნებს” – ადვოკატმა კომენტარი გააკეთა

”გ.ჯ. ამბობს, რომ არავინ დაუჭრია...დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნებს” - ადვოკატმა კომენტარი გააკეთა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს კონფლიქტში მონაწილებას, თუმცა აცხადებს, რომ მას არავინ დაუჭრია. “დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნებს. ჭრილობები, რომლებიც გარდაცვლილებს აქვს,აუცილებლად დადასტურდება, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ არ არის მიყენებული. რაც შეეხება დანას, რომელიც კონფლიქტის ადგილას იპოვეს, ჯერ არ ვიცით ვის ეკუთვნის. ” – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ. მისივე თქმით, ბრალდებულის ოჯახი არ აპირებს გამართლებისთვის ბრძოლას, თუმცა […]

ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული თენგიზ კალანდია შსს-ს თანამშრომელია – მან შვილები შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა

სკოლის საპირფარეშოში მოსწავლემ კლასელს სათამაშო პისტოლეტიდან პლასტმასის ტყვია ესროლა - როგორ დაიწყო ხორავას ქუჩის კონფლიქტი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული თენგიზ კალანდია შსს-ს თანამშრომელია. შსს-ში აცხადებენ, რომ ხორავა საფინანსო სამსახურში მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის კადრებს განკარგულებაში იმყოფება. როგორც ირკვევა, ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა კალანდიას ორი ვაჟი. მათ მამამ საკუთარი მანქანით მიაკითხა და შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა. ამასთან გამოძიების ინფორმაციით, კალანდია კვალის დაფარვას შეეცადა. კალანდიას შვილები დაკავებულები არ არიან, რადგან […]

ხორავაზე მკვლელობის საქმეზე მამა-შვილი და კიდევ 3 პირი პროკურატურამ პასუხისგებაში მისცა

გიორგი ბადაშვილი შოთაძის ახალი მოადგილე გახდება

პროკურატურამ თბილისის #51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის ხუთი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს, 2017 წლის 4 დეკემბერს, თბილისის პროკურატურამ ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტის დაფარვისთვის თ.კ., მ.კ., ლ.კ., გ.შ. და ზ.წ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირებმა დაფარეს […]

ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ მოსწავლეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ – მიმალვაში მყოფს დაუსწრებლად

ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებულ მოსწავლეებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ - მიმალვაში მყოფს დაუსწრებლად

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნულით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც ორივე ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. როგორც ცნობილია, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. შესაბამისად, მიმალვაში […]