როგორ მოკლეს 51-ე სკოლის მოსწავლეები თანატოლებმა – საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც P.S.-მა მოიპოვა

როგორ მოკლეს 51-ე სკოლის მოსწავლეები თანატოლებმა - საიდუმლო დოკუმენტი, რომელიც P.S.-მა მოიპოვადოკუმენტი, რომელიც ,,პოსტსკრიპტუმმა“ მოიპოვა, სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის საქმეს ეხება და მასში დეტალურად არის აღწერილი, რა მოხდა პირველ დეკემბერს – როგორ და ვის მიერ დაიწყო დაპირისპირება ჯერ თბილისის 51-ე სკოლაში, როგორ და ვისი მონაწილეობით გაგრძელდა შემდეგ ხორავას ქუჩაზე და როგორ მოკლეს ორი მოზარდი მათმა თანატოლებმა.

დოკუმენტში მოცემულია კონკრეტული სახელები და გვარები – ვინ როდის სად იმყოფებოდა და რას აკეთებდა დაპირისპირების და მკვლელობის მომენტში.

მასში უამრავი მოზარდის სახელი და გვარია დასახელებული. ვინ ვის დაემუქრა, ვინ ვის იარაღი მიუშვირა, ვინ ითხოვა დახმარება, როგორ დაითქვა შეხვედრა და ა.შ. საერთო ჯამში, გარჩევაში 25-მდე ბავშვი მონაწილეობდა, მაგრამ აქედან ნახევარი იდენტიფიცირებული არ არის.

გამოძიების მსვლელობას ის გარემოება აფერხებს, რომ მოზარდები ერთმანეთს აფარებენ ხელს და, უფრო მეტიც, ამახინჯებენ ფაქტებს, იბრალებენ ერთმანეთის დანაშაულს და, შესაბამისად, გამოძიებას სრულიად დამახინჯებული სურათი აქვს.

მოკლული სალარიძის მამა ამბობს, რომ რეალური ფაქტები სრულიად სხვაგვარი იყო. ზაზა სალარიძე გამორიცხავს, რომ მის შვილს 12-ჯერ დანა მხოლოდ ერთმა არასრულწლოვანმა დაარტყა.

წყარო: rustavi2.ge