ხორავაზე მკვლელობის საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს – რას ამბობს ადვოკატი მაჭარაშვილი

ხორავაზე მკვლელობის საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს - რას ამბობს ადვოკატი მაჭარაშვილიხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ადვოკატი ეკატერინე მაჭარაშვილი რეზონანსულ საქმის პროცესის დაწყების წინ ამბობს, რომ მთავარი კითხვა დანებთან დაკავშირებით არსებობს.

ადვოკატის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე ობიექტურად არ არის ჩატარებული.

– დაცვის მხარეს ძალიან ბევრი კითხვები გვაქვს გამოძიებასთან, ამიტომ დავნიშნეთ ალტერნატიული ექსპერტიზები, რომ ყველა ამ კითხვას, რომელიც გამოძიებასთან გვაქვს პასუხი გაეცეს. მთავარი კითხვა გვაქვს დანებთან დაკავშირებით, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით საქმეში მხოლოდ ორი დანა არ ფიგურირებს, – განაცხადა ადვოკატმა.

ნიუპოსტი