ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული თენგიზ კალანდია შსს-ს თანამშრომელია – მან შვილები შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა

ხორავაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული თენგიზ კალანდია შსს-ს თანამშრომელია - მან შვილები შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანახორავას ქუჩაზე მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებული თენგიზ კალანდია შსს-ს თანამშრომელია. შსს-ში აცხადებენ, რომ ხორავა საფინანსო სამსახურში მუშაობდა, თუმცა ბოლო პერიოდში ის კადრებს განკარგულებაში იმყოფება.

როგორც ირკვევა, ხორავას ქუჩაზე იმყოფებოდა კალანდიას ორი ვაჟი. მათ მამამ საკუთარი მანქანით მიაკითხა და შემთხვევის ადგილიდან წამოიყვანა. ამასთან გამოძიების ინფორმაციით, კალანდია კვალის დაფარვას შეეცადა.

კალანდიას შვილები დაკავებულები არ არიან, რადგან ისინი არასრულწლოვნები არიან.

ნიუპოსტი