ჭდე: მკვლელობა

ისანში 4 ადამიანი დაჭრეს, 1 გარდაიცვალა

ისანში 4 ადამიანი დაჭრეს, 1 გარდაიცვალა

ისანში, “დირსის” დასახლებაში 4 ადამიანი დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა.დაჭრილები ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების განცხადებით, ინციდენტს წინ დაპირისპირება უძღოდა. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ. „4 ადამიანი დაჭრეს, მათგან ერთი გარდაიცვალაო. დაზუსტებით არ ვიცი, დაჭრილია მამა-შვილი და ბიძაო. შემთხვევა დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, დანა გამოიყენეს“, – აცხადებენ თვითმხილველები. იპნ

მანქანა ხაშურთან მიატოვეს – ალექსი ნიადაგიშვილის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

დაკავებულია მამაკაცი, რომელიც აღდგომის ღამე სოფელ დირბში 22 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმის ფიგურანტია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ  29 წლის მამაკაცი, დაკავებულია. მას საგამოძიებო უწყება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. პოლიცია მკვლელობის საქმის ფიგურანტ კიდევ 3 პირს ეძებს. სოფელ დირბის მკვიდრთა ინფორმაციით, სწორედ 4-მა კაცმა დატოვა სუფრა აღდგომის ღამეს ავტომობილით, როცა მკვლელობა მოხდა. ტვ […]

ქარელში 22 წლის ბიჭი მოკლეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ქარელის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. “მთავარის” ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი არაა და ის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. როგორც შსს-ში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება […]

ორსული ქეთა კეპულაძის მკვლელი ქმარი გოგა გზირიშვილი შეზღუდულად შერაცხადია

მამა - "ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული გოგა გზირიშვილი ნარკოტიკებს მოიხმარდა"

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი შეზღუდული შერაცხადია. აღნიშნულის შესახებ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაშია ნათქვამი, რომელიც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაა გაცემული. დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა. როგორც ბრალდებულ გოგა გზირიშვილის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, აღნიშნული დასკვნა ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ […]

ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე – “ჩემი შვილის მკვლელებს გაგარინზე მკვლელობის დამკვეთები ელოდნენ”

ნიკო კვარაცხელიას დედა იზო ომაძე - "ჩემი შვილის მკვლელებს გაგარინზე მკვლელობის დამკვეთები ელოდნენ"

მაქვს ვერსია, ალბათ, ვიღაცას არ სურდა ნიკოსნაირი წარმატებული ახალგაზრდა – ეჭვს გამოვთქვამ, რომ მკვლელობა ნიკოს საქმიანობას უკავშირდება, ოჯახს მტრები არ ჰყოლია, – ამის შესახებ Feedc-ის დამფუძნებლის, ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ იზა ომაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ იზა ომაძემ აღნიშნა, მისი შვილის მკვლელები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე არიან და […]

ლაგუნა ვერეზე მკვლელობის და დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს

ლაგუნა ვერეზე მკვლელობის და დაჭრის გამო 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში მომხდარი ორი პირის მკვლელობის და რამდენიმე პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს – დაკავებულია 5 პირი, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს მათივე ინფორმაციით, პოლიციამ 1987 წელს დაბადებული კ. მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი […]

ქუთაისში ტიტე კორძაძის მკვლელობისთვის 27 წლის ქალი დააკავეს

ქუთაისში ტიტე კორძაძის მკვლელობისთვის 27 წლის ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ს.ყ. თერჯოლის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მას ბრალად განზრახ მკვლელობა ედება. დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა, მიმდინარე წლის 31 მარტს, ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, კონფლიქტის […]

ფოთში ახალგაზრდა მამაკაცი უროთი მოკლეს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მკვლელობა მოხდა ფოთში – კაკულიას ქუჩაზე 30 წლამდე კაცი უროთი მოკლეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი მეზობლები იყვნენ. ისინი გვიან ღამით სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ბრალდებულმა მოკლულს სახლში მიაკითხა და ურო თავში ჩაარტყა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად […]

შვედეთში მოსწავლემ 2 მასწავლებელი მოკლა

შვედეთში მოსწავლემ 2 მასწავლებელი მოკლა

შვედეთში, ქალაქ მალმიოში სკოლის მოსწავლემ ორი ქალი მასწავლებელი მოკლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 18 წლის ახალგაზრდა. პოლიციამ მისი დაკავებისას ამოიღო ნაჯახი და დანა. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი გამოყენებული არ ყოფილა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ინფორმაციით, დაჭრილი პედაგოგები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორივე მათგანი იქ გარდაიცვალა. მთავარი

მამა – “ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული გოგა გზირიშვილი ნარკოტიკებს მოიხმარდა”

მამა - "ორსული ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული გოგა გზირიშვილი ნარკოტიკებს მოიხმარდა"

ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის მამის, გოჩა გზირიშვილის ჩვენების თანახმად, მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებას – მარიხუანას მოიხმარდა და ჰალუცინაციები ჰქონდა. როგორც გზირიშვილმა განმარტა, მკვლელობამდე გარკვეული პერიოდით ადრე, მან შვილს ფსიქიკური პრობლემები შენიშნა და ექიმთან წაიყვანა. მოწმის თქმით, შვილის ქცევებში არაადეკვატურობას ხედავდა. გზირიშვილმა სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრა შემთხვევის დღეზე. მისივე თქმით, მკვლელობის […]