ჭდე: პოვნა

ბარსელონაში დინოზავრის ქანდაკებაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ბარსელონაში დინოზავრის ქანდაკებაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ესპანეთის პოლიცია 39 წლის მამაკაცის გარდაცვალების დეტალებს იძიებს, რომლის ცხედარიც ბარსელონას გარეუბანში, სანტა-კოლომა-დე-გრამენეტში, სტეგოზავრის დეკორატიულ ქანდაკებაში იპოვეს. შაბათს, “დინოზავრთან” ახლოს სეირნობისას მამა-შვილმა მძაფრი სუნი იგრძნეს, რომელიც დინოზავრის ფიგურიდან მოდიოდა. მამამ ცხედარი დინოზავრის ფეხზე არსებული ბზარიდან შეამჩნია. სამართალდამცავების განცხადებით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, მამაკაცის ოჯახმა მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით პოლიციაში განაცხადა. ადგილზე მეხანძრეების 3 ბრიგადა გამოიძახეს, რომლებმაც […]

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ცოტა ხნის წინ, ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 65 წლამდე მამაკაცია, რომელსაც აღმაშენებლის ხეივანში ადგილობრივებმა შემთხვევით მაშინ მიაგნეს, როცა ბალახს თიბავდნენ. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთში, მამაკაცს ექსპერტისზის ბიუროში გადაასვენებენ. დაღუპულის ვინაობა უცნობია, ამ დროისთვის ასევე უცნობია, თუ რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილის სხეულზე დაზიანება არ აღენიშნება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, […]

ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ცოცხალი იპოვეს

ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი ცოცხალი იპოვეს

რუსეთში, ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრ მურახოვსკი, რომელსაც პარასკევის შემდეგ ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ტელეგრამ-არხი Mash Siberia ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მურახოვსკის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გაუჩინარების მიზეზი უცნობია. ალექსანდრ მურახოვსკი ტყეში სანადიროდ 7 მაისს წავიდა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრის კვადროციკლი ტყეში იპოვეს. „დოიჩე ველე“ წერს, რომ […]

ნამოხვანში გაუჩინარებული ნიკა ანთაძის ცხედარი იპოვეს

ნამოხვანში გაუჩინარებული ნიკა ანთაძის ცხედარი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სოფელ ნამოხვანში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის, ნიკა ანთაძის ცხედარი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი წყლიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში სულ ჩართული იყო 450 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი და 15 ნავი. ტერიტორიის დათვალიერება დრონების, ხოლო წყლის ფსკერის მონიტორინგი სპეციალური აპარატის ექოლოტის საშუალებით მიმდინარეობდა. ნიკა ანთაძე […]

პოლონეთში დაკარგული პაატა ჩიქობავა იპოვეს

პოლონეთში პაატა ჩიქობავა დაიკარგა - "21 აპრილს მასთან დაკავშირება ვეღარ მოვახერხე"

პოლონეთში დაკარგული საქართველოს მოქალაქე, პაატა ჩიქობავა იპოვეს. ამის შესახებ “კურიერს” ინფორმაცია ჩიქობავას ახლობელმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ის დაკავებულია და დამატებითი დეტალები პოლონეთის ქალაქ პოზნანში ჩასვლის შემდეგ ეცოდინება. პაატა ჩიქობავა ბოლოს ახლობლებს 18 აპრილს ესაუბრა და მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. რუსთავი 2

მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვეს

მტკვარში 54 წლის რუსთაველი ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი იპოვეს

მტკვარში რუსთაველი ქალის ცხედარი ნახეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ორ კვირიანი ძებნის შემდეგ ლამზირა ლობჯანიძის ცხედარი მტკვარში, ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. ქალი წყალში მეთევზემ დაინახა და პოლიციაში დარეკა. 54 წლის ქალი სახლიდან 2 აპრილს გავიდა და მას შემდეგ მისი საძიებო სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა.

პოლიციამ თბილისში დაკარგული 15 წლის ბიჭი იპოვა

პოლიციამ თბილისში დაკარგული 15 წლის ბიჭი იპოვა

პოლიციამ თბილისში დაკარგული 15 წლის ბიჭი იპოვა. მოზარდი თავს კარგად გრძნობს და უკვე ოჯახთან იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ბიჭი მცხეთაში იმყოფებოდა. მას ოჯახი გუშინ საღამოდან ეძებდა.

მთაწმინდაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კასპში მდინარეში მსხვილი კომპანიის უფროსის ცხედარი იპოვეს

მთაწმინდაზე, თუმანიანის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაცით, გარდაცვლილს არ იცნობენ. რა გახდა სიკვდილის მიზეზი ჯერ უცნობია, ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-მ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ველისციხეში სახლში 80 წლის ქალის ცხედრის ნაწილები იპოვეს

ველისციხეში სახლში 80 წლის ქალის ცხედრის ნაწილები იპოვეს

ველისციხეში 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ის რამდენიმე კვირის გარდაცვლილია, რადგან სახლში მხოლოდ ნაწილებს მიაკვლიეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და დედას ხშირად სცემდა. მათივე თქმით, შვილმა ქალის გარდაცვალება არავის აცნობა. მეზობლებმა ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სახლიდან საშინელი სუნი გამოვიდა და ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. შინაგან […]