ჭდე: პრეზიდენტი

სლოვაკეთის პრეზიდენტი ქალი გახდა

სლოვაკეთის პრეზიდენტი ქალი გახდა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ზუზანა ჩაპუტოვამ გაიმარჯვა. წინასწარი მონაცემების თანახმად, ცნობილმა იურისტმა და უფლებადამცველმა ხმების 58 პროცენტი მოაგროვა და მთავარი კონკურენტი მაროშ შეფჩოვიჩი 16 პროცენტიანი სხვაობით დაამარცხა. ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილეს ამომრჩევლების 42 პროცენტმა დაუჭირა მხარი. მაროშ შეფჩოვიჩმა დამარცხება უკვე აღიარა და ზუზანა ჩაპუტოვას პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ზუზანა ჩაპუტოვა სლოვაკეთის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტია. მან […]

ჩუგოშვილი – “მთავრობამ უნდა განმარტოს, რატომ შეამცირა პრეზიდენტის დაფინანსება”

ჩუგოშვილი - ”ოცნების” დეპუტატმა კანონი დაარღვია”

ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები სრულად შეესაბამება და პროპორციულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ საქმიანობასთან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა. თამარ ჩუგოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა განმარტოს, თუ რა მიზეზების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მილიონი ლარით არის […]

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთკორეელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთკორეელი  კიმ ჩენ იანგი აირჩიეს

ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩენ იანგი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. კიმ ჩენ იანგი ინტერპოლის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ის ორგანიზაციის პრეზიდენტად დღეს ინტერპოლის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე აირჩიეს, რომელიც დუბაიში გაიმართა. ამ პოსტზე მისი მოწინააღმდეგე რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე პროკოპჩუკი იყო. მისი კანდიდატურის წამოყენებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. უკრაინა და ლიეტუვა […]

“პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციითაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკაზე”

"პრეზიდენტს ახალი კონსტიტუციითაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკაზე"

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ახალი პრეზიდენტის როლსა და უფლებამოსილებებზე საუბრობს. – ბატონო ავთანდილ, წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც პრეზიდენტობის კანდიდატები ატარებენ, ხომ არ გამოაჩინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, კონსტიტუციის ახალი მოდელით, მართლაც არ არის საჭირო? – სავსებით ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ ჩვენ კონსტიტუციიდან უნდა გამოვიდეთ. პრეზიდენტი არის ქვეყნის მეთაური. მეორე, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობის ხარისხი […]

სერგეენკო: თანამდებობის პირებს მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეთ

სერგეენკო: თანამდებობის პირებს მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს და თანამდებობის სხვა პირებს მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია უნდა ჰქონდეთ. “ჩემი ღრმა რწმენაა, რომ მაქსიმალურად მოკრძალებული რეზიდენცია და პრივილეგიები უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრს თუ ვინმე სხვას”,- განაცხადა სერგეენკომ. დღეს ვაკის პარკში ჟურნალისტებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხეს უნდა შევიდეს თუ არა გამარჯვების შემთხვევში “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი პრეზიდენტის რეზიდენციაში (ავლაბარში). ამ […]

მედიამ პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა

მედიამ პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდა

მედიის წარმომადგენლები პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ, ხოლო პრეზიდენტს მამუკა ბერძენიშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებენ ამის შესახებ იმ მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ჟურნალისტმა გიორგი ზურაბიშვილმა პირველ არხთან წაიკითხა. „გასული წლის 29 ივნისს, ჩვენი კოლეგა, პირველი არხის მონტაჟის ყოფილი რეჟისორი, მამუკა ბერძენიშვილი 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის ე.წ. ემდეემას პირადი მოხმარებისთვის შეძენა,შენახვის ბრალდებით დააკავეს და დაკავებიდან 9 თვის შემდეგ, 2018 წლის 21 მარტს, […]

პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია

პუტინი ისევ რუსეთის პრეზიდენტია

როგორც მოსალოდნელი იყო, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად რჩება.  ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად მან ხმათა 76.65% დააგროვა. პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა. „~- მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის, – განაცხადა პუტინმა. მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ […]

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მილოშ ზემანმა გაიმარჯვა

ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მილოშ ზემანმა გაიმარჯვა

ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი მილოშ ზემანი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლიდერობს. ზემანმა ხმების რაოდენობის 51,61 % მიიღო, ხოლო მისმა კონკურეტნმა ირჟი დრაჰოშმა 48,4 % მიიღო. ხმის დათვლა ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა დრაჰოში ზემანს უკვე ვეღარ დაეწევა. ზემანს ხმა 2,64 მილიონმა ადამიანმა მისცა, ხოლო დრაჰოშს 2,42 მილიონმა. მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა 13-დან 11 ბოჰემიაში. დამარცხდა მხოლოდ პრაღასა და ცენტრალურ ჩეხურ რეგიონში. ჩეხეთის პრეზიდენტი […]

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა

გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდა, – აღნიშნულ ინფორმაციას ”ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ოთარ კახიძე ავრცელებს. კახიძე აქვე აღნიშნავს, რომ ”გასულ წელს ”ქართულმა ოცნებამ” რუსეთის დელეგაციასთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ გიგი წერეთელს ეს პოზიცია არ დაეკავებინა”. ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოებისთვის, იმიჯისთვის და საერთაშორისო არენაზე ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების […]

ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ქსენია სობჩაკი რუსეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ წერილი მან გაზეთი Ведомости-ი გაუგზავნა. “მე ქსენია სობჩაკი ვარ, 35 წლის. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ რუსეთში და ჩემტვის სულ ერთი არ არის, როგორი გახდება ჩემი ქვეყანა”, – წერს სობჩაკი ღია წერილში. ტელეწამყვანის თქმით, მისი კანდიდატურის წამოყენება სარგებელს მოუტანს, როგორც ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს, ასევე მთლიან საზოგადოებას. 1 […]