ჭდე: ქედა

ქედასთან დაღუპული 5 მამაკაცი ქორწილში მიდიოდა – ხუთივეს ვინაობა ცნობილია

ქედასთან დაღუპული 5 მამაკაცი ქორწილში მიდიოდა - ხუთივეს ვინაობა ცნობილია

Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ქედაში მომხდარი საზარელი ავარიის დროს სოფელ მახვილაურში მცხოვრებლები გია დოლიძე, ვაჟა და დათო დევაძეები (მამა-შვილი), თემურ ფარტენაძე და ლაშა ჩოგაძე დაიღუპნენ. შემთხვევა, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა, დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ხუთივე გარდაცვლილის ცხედარი თითქმის ორსაათიანი მუშაობის შემდეგ ამოიყვანეს. ცხედრები ბათუმში, პროზექტურაში გადაასვენეს. Ambebi.ge სოფელ მახვილაურის […]

მერსედესი ქედისკენ მიდიოდა… სატვირთოს მძღოლი გადარჩა – ქედაში ავარიის ახალი დეტალები

მერსედესი ქედისკენ მიდიოდა... სატვირთოს მძღოლი გადარჩა - ქედაში ავარიის ახალი დეტალები

ქედაში ავარიის შედეგად დაღუპულთა იდენტიფიცირება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ქედის მიმართულებით მოძრაობდა, როდესაც ავარია მოხდა. სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ადგილზე იმყოფება და სამართალდამცველების მიერ მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 5 ადამიანი გარდაიცვალა. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის […]

საშინელი ავარია ქედაში – ღვინის სახლთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 5 ადამიანი დაიღუპა

საშინელი ავარია ქედაში – ღვინის სახლთან სატვირთო მსუბუქ მანქანას დაეჯახა – 5 ადამიანი დაიღუპა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ღვინის სახლთან ახლოს მოხდა, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი

ქედაში ბავშვები გაქანებული ავტობუსიდან გადმოცვივდნენ

ქედაში ბავშვები გაქანებული ავტობუსიდან გადმოცვივდნენ

ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ექვსიდან ხუთი არასრულწლოვანია გადაყვანილი. მეექვსე ქედაში, რეფერალურ საავადმყოფოში დატოვეს. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ ერთია საშუალო სიმძიმის. წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის ექსკურსიაზე წასული მეექვსეკლასელები ავტობუსში თამაშობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, კარის გამღებ ღილაკს დააწვნენ და გადმოცვივდნენ. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ინციდენტს მისი უწყება გამოიკვლევს. ინგა […]

ავარიას ქედაში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

თელავში მამაკაცმა ცოლი დაჭრა

ქედაში, სოფელ ზვარესთან მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა, არასრულწლოვანი კი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ქედაში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, დაშავებულია 8 ადამიანი

ქედაში ავარიას მცირეწლოვანი ემსხვერპლა, დაშავებულია 8 ადამიანი

ქედაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 მცირეწლოვანი გარდაიცვალა, ხოლო 8 ადამიანი დაშავდა. 4 დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ინტერპრესნიუსი