ავარიას ქედაში ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ქედაში, სოფელ ზვარესთან მომხარ ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა, არასრულწლოვანი კი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.