ქედაში ბავშვები გაქანებული ავტობუსიდან გადმოცვივდნენ

ქედაში ბავშვები გაქანებული ავტობუსიდან გადმოცვივდნენბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ექვსიდან ხუთი არასრულწლოვანია გადაყვანილი. მეექვსე ქედაში, რეფერალურ საავადმყოფოში დატოვეს. მედიკოსების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მხოლოდ ერთია საშუალო სიმძიმის.

წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მეექვსე საჯარო სკოლის ექსკურსიაზე წასული მეექვსეკლასელები ავტობუსში თამაშობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, კარის გამღებ ღილაკს დააწვნენ და გადმოცვივდნენ.

აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ინციდენტს მისი უწყება გამოიკვლევს. ინგა შამილიშვილის მონაცემებით, ექსკურსიაზე 18 ბავშვი, 9 მშობელი და კლასის დამრიგებელი იყვნენ. ის ამბობს, რომ ყველა ბავშვი მოინახულა და მათი ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

შემთხვევა დღეს ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ გობრონეთთან მოხდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

იმედინიუსი