ჭდე: თვითმკვლელობის მცდელობა

”საქართველოს ბანკის” მოლარემ თავის მოკვლა სცადა

”საქართველოს ბანკის” მოლარემ თავის მოკვლა სცადა

რამდენიმე დღის წინ „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალის მოლარემ თვითმკვლელობა სცადა მას შემდეგ, რაც „რეგინფოს“ ინფორმაციით, ბანკში შესამოწმებლად აუდიტი შევიდა. მოლარე ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ოჯახის წევრებმა იპოვეს, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციაშია მოთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ გურჯაანის ფილიალში რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით დანაკლისია. ფილიალის მმართველს და სალაროს […]

რუსთავში 50 წლის მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა

რუსთავში 50 წლის მამაკაცმა თავის მოკვლა სცადა

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა თვითდაზიანებები მიიყენა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით მამაკაცმა სუიციდი სცადა და სახის არეში რამდენიმე ჭრილობა ცივი იარაღით მიიყენა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულს ჰქონდა სისხლდენა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მისი გადაყვანა “კლინიკა რუსთავში” მოახერხა. პაციენტს ჭრილობები დაუმუშავდა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და სახლში გაეწერა. ინფორუსთავი

ზურაბ ნეფარიძემ ციხეში თავის მოკვლა სცადა

ზურაბ ნეფარიძემ ციხეში თავის მოკვლა სცადა

საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსანის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო. – ზურაბ ნეფარიძე სასოწარკვეთამდე მივიდა. მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. საქმე გადაიგზავნა პროკურატურაშიც, ხოლო ზურაბ ნეფარიძე ჩასვეს სპეციალურ პროგრამაში. როდესაც გამოვკითხეთ ფსიქოლოგები, მათ თქვეს, რომ მართალია ნეფარიძე კონტაქტური და ადეკვატურია, მაგრამ […]

ზუგდიდში ძველი აბანოს შენობიდან მოზარდი გადმოვარდა – საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

ზუგდიდში ძველი აბანოს შენობიდან მოზარდი გადმოვარდა - საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარე ორსართულიანი შენობიდან 16 წლის მოზარდი გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტს შუბლის არეში ღია ჭრილობა აქვს და სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას თქმით, მას მოტეხილობები არ აქვს და მუცლის ღრუც წესრიგშია. – ძილიანობისკენაა მიდრეკილი და ამ ეტაპზე შესაბამისი გამოკვლევა […]

ბათუმში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფი თავში დაიხალა – მოზარდი სიკვდილს ებრძვის

ოკამთან 2 მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა, რუისთან მიკროავტობუსი ამობრუნდა

ბათუმში, 17 წლის არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მოზარდს სანადირო თოფით თავის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ახალგაზრდას ყბის არეში 5 მასრა ჰქონდა მოხვედრილი. როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა. ახალგაზრდა საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინსიტროში განუცხადეს, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ […]

კაცი, რომელმაც ლოტკინზე ცოლთან შესარიგებლად თავის დაწვა სცადა, დაიღუპა

კაცი, რომელმაც ლოტკინზე ცოლთან შესარიგებლად თავის დაწვა სცადა, დაიღუპა

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თბილისში, ლოტკინის დასახლებაში, ცოლთან შერიგების მიზნით თვითმკვლელობა სცადა, დაიღუპა. ამის შესახებ “პირველს” დამწვრობის ცენტრში განუცხადეს. შემთხვევა თბილისში 14 ნოემბერს, ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები “პირველთან” საუბარში ჰყვებიან, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ბენზინი ცოლთან შერიგების მიზნით გადაისხა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, […]