ზურაბ ნეფარიძემ ციხეში თავის მოკვლა სცადა

ზურაბ ნეფარიძემ ციხეში თავის მოკვლა სცადასაკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსანის ადვოკატი ედიშერ ქარჩავა ამბობს, რომ მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო.
– ზურაბ ნეფარიძე სასოწარკვეთამდე მივიდა. მას გუშინ ჰქონდა სუიციდის მცდელობა. საქმე გადაიგზავნა პროკურატურაშიც, ხოლო ზურაბ ნეფარიძე ჩასვეს სპეციალურ პროგრამაში. როდესაც გამოვკითხეთ ფსიქოლოგები, მათ თქვეს, რომ მართალია ნეფარიძე კონტაქტური და ადეკვატურია, მაგრამ არსებობს სუიციდის მცდელობის გამეორების საფრთხე, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
ცნობისთვის, ნეფარიძემ და მისმა ოჯახის წევრებმა პროკურატურა შანტაჟში დაადანაშაულა.
საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილი, პროკურატურის მხრიდან მათ ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლის დეტალებს იხსენებს. ზურა ნეფარიძის თქმით, მამის წინააღმდეგ ჩვენება, დაკავებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ფირების ინტერნეტსივრცეში გავრცელების მუქარის შედეგად მიაცემინეს.

ნიუპოსტი