ბათუმში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფი თავში დაიხალა – მოზარდი სიკვდილს ებრძვის

ბათუმში 17 წლის ბიჭმა სანადირო თოფი თავში დაიხალა - მოზარდი სიკვდილს ებრძვისბათუმში, 17 წლის არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მოზარდს სანადირო თოფით თავის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ახალგაზრდას ყბის არეში 5 მასრა ჰქონდა მოხვედრილი.

როგორც ირკვევა, არასრულწლოვანი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ახალგაზრდა საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, არასრულწლოვანს მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინსიტროში განუცხადეს, საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.