ჭდე: წალენჯიხა

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჩინოში, მდინარე ინწრაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. “კურიერის” ინფორმაციით, ის სოფელში სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი დღეს მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ცხედარი წყლიდან უკვე ამოყვანილია და ის ქუთაისში, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

წალენჯიხაში მამაკაცს ბზიკმა უკბინა – კახა ზარქუა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

წალენჯიხაში მამაკაცს ბზიკმა უკბინა - კახა ზარქუა რამდენიმე წუთში გარდაიცვალა

წალენჯიხაში შუახნის მამაკაცი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ბზიკმა უკბინა. 53 წლის კახა ზარქუა ნაკბენიდან 15 წუთში გარდაიცვალა. შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე მოხდა. ცნობილი ხდება, რომ კახა ზარქუა ბიძას ფუტკრის ოჯახებად დაყოფაში ეხმარებოდა, როდესაც მას მწერმა უკბინა. მას ნაკბენი საფეთქელის არეში აქვს. როგორც “მთავარი არხისთვის” გახდა ცნობილი, კაცმა დაახლოებით 5 წუთში შემცივნება იგრძნო და ნემსის გაკეთება მოითხოვა, […]

წალენჯიხაში 80 წლის ქალი ხანძარს ემსხვერპლა

დიდ დიღომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მეხანძრეები ამ დრომდე მუშაობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს” მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, ასაკოვანი ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

აფეთქება წალენჯიხაში – ყოფილი სასტუმროს შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ყოფილი სასტუმროს შენობაში აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის ბალონი, რის შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, აფეთქების შედეგად ხანძარი 30 კვ.მ-ზე გაჩნდა და შენობის მინები ჩაიმსხვრა. წალენჯიხის მერის ბესო ფარცვანიას ინფორმაციით, შენობაში დროებით ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ცხოვრობენ. პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რუსთავი 2

გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი ავარიაში დაიღუპა – მერსედესი წალენჯიხაში ჯებირს დაეჯახა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

მესტიის საავტომობილო გზაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხოკოს მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს დაეჯახა. დაჯახების შედეგად დაიღუპა მანქანის მგზავრი, ხოლო მძღოლი მრავლობითი დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და მძღოლი გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები არიან. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების […]

“ტრაქტორს საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და 52 წლის ქალი მოიყოლა” – ავარიას საჩინოში მსხვერპლი მოჰყვა

"ტრაქტორს საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და 52 წლის ქალი მოიყოლა" - ავარიას საჩინოში მსხვერპლი მოჰყვა

წალენჯიხის სოფელ საჩინოში უბედურ შემთხვას შუა ხნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სოფლის რწმუნებულმა ანზორ შეროზიამ განუცხადა, ტრაქტორი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. “მეზობელს მიჰყავდა ტრაქტორით რამდენიმე ქალი თხილის მოსაგროვებლად, როდესაც უკანა საბურავი მოძვრა, ამოყირავდა და ქვეშ მოექცა 52 წლის ქალი, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებულებიც არიან, მათ სიცოცხლეს […]

წალენჯიხაში მანქანა ამოტრიალდა – 1 ქალი დაიღუპა

წალენჯიხაში მანქანა ამოტრიალდა - 1 ქალი დაიღუპა

წალენჯიხაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდის, ხოლო ორი წალენჯიხის სავადმყოფოებშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის […]

ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ზუგდიდი შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას 

ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ზუგდიდი შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას 

სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ორსულს ტემპერატურა აღენიშნება. საქართველოში COVID 19–ით ახალგაზრდა დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგები ახლა მის კონტაქტებს არამარტო თბილისში, არამედ სამეგრელოშიც ეძებენ, რადგან როგორც გაირკვა, მამაკაცს ამეგრელოში ათეულობით პირთან ჰქონდა კონტაქტი.სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ორსულს ტემპერატურა აღენიშნება. ქალი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა მასთან ამ დრომდე არავინ მისულა. მამაკაცი სამეგრელოში 27 მარტს ჩავიდა, და ჩხოროწყუში, […]

პოლიციელმა ბესიკ ფიფიამ წალენჯიხაში სხვა პოლიციელებს ესროლა

პოლიციელმა ბესიკ ფიფიამ წალენჯიხაში სხვა პოლიციელებს ესროლა

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედმა თანამშრომელმა ბესიკ ფიფიამ, გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებსა და პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, წალენჯიხის ცენტრში მოხდა. როგორც “ნიუპოსტმა” გაარკვია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ფიფია კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან კოლეგების მისამართით ისროდა. საბედნიეროდ, ინცინდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაცხრილულია პოლიციელების კუთვნილი ავტომობილები. ფიფია გუშინვე დააკავეს. მომხდარის მოტივი უცნობია, რადგან დაკავებული […]

წალენჯიხაში სატვირთო ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხა – 1 ადამიანი დაიღუპა, 4 დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

წალენჯიხის სოფელ ფოცხო ეწერში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია. სატვირთო ავტომანქანა ხრამში გადაიჩეხა. მანქანა, რომელიც მუჟავის ტყიდან გამოდიოდა, ხის მორებით იყო დატვირთული. რაც შეეხება დაშავებულებს, მერის ინფორმაციით, ერთი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დანარჩენებს სამადიცინო დახმარება არ დასჭირდათ. ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც […]