ჭდე: წყნეთი

წყნეთის გზაზე სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

წყნეთის გზაზე სამანქანე გზის ნაწილი ჩაინგრა

წყნეთის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაანგრია. შემთხვევის ადგილას მშენებლობა მიმდინარეობს და ადგილობრივებიც მომხდარს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. მათივე ინფორმაციით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა. სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები. როგორც ვაკის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ განმარტა, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. იქამდე კი სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება. უსაფრთხოებიდან გამომდინარე […]

წყნეთში მამის მკვლელობისთვის 31 წლის დ.ფ. დააკავეს

წყნეთში მამის მკვლელობისთვის 31 წლის დ.ფ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაბა წყნეთში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დ.ფ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აპრილს, დაბა წყნეთში, ოჯახური […]

წყნეთში ტყე იწვის

წყნეთში ტყე იწვის

წყნეთში ტყე იწვის – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს. „წყნეთში ავდივარ და ვხედავ, რომ ტყე იწვის. მობილურით უკეთესი ფოტო არ გამოდის. 112-ზე უკვე დავრეკე. ამ ყინვაში რას უნდა გაეჩინა ცეცხლი? ან ვიღაც მავნებელმა შეგნებულად გააჩაღა, ან მოქეიფეებმა დატოვეს ჩაუმქრალი ნაკვერჩხლები. მძღოლი ამბობს, რომ ნაფეტვრების თავზეა და საქეიფო ადგილებია. შემირცხვენია ასეთი ქეიფიც, მოქეიფეც და მავნებელიც“, – წერს გოგა ჩანადირი.

ვაკის გამგეობასთან შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს

ვაკის გამგეობასთან შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს

ჟურნალისტი შორენა მარსაგიშვილი სოციალურ ქსელსი წერს: „ვაკის გამგეობასთან შეიძლება ტრაგედია დატრიალდეს. რამდენიმე ათეული მოქალაქე ვაკის გამგეობასთან შიმშილობით და თავის დაწვით იმუქრება. ამ ადამიანებმა 1997 წელს წყნეთში მიწის ნაკვეთები შეიძინეს. მიზეზთა გამო მათი დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. არადა საბუთები ყველას წესრიგში აქვთ. ყველა საბუთი მოაგროვეს, რაც კი მათგან მოითხოვეს. და როცა საქმე მიწების დარეგისტრირებაზე მიდგა, ამ ხალხს […]

წყნეთში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა, მკვლელი დაკავებულია

წყნეთში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა, მკვლელი დაკავებულია

წყნეთში შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა. მამაკაცს ჭრილობა გულმკერდის არეში აღენიშნება. მოკლულ შუახნის მამაკაცია, მას ექსპერტიზა ამ წუთებში უტარდება. არსებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ს.ც. დააკავეს. ჩადენილი […]

“მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ” – წყნეთში ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა – დაშავდა 7 ადამიანი

"მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ" - წყნეთში ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა - დაშავდა 7 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – მუნიციპალური ავტობუსი დაგორდა და ხეებს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 7 ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა. „გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა. იყო შემოწმებული, მაგრამ ადამიანს […]

ინციდენტი წყნეთის ”წისქვილში” – დააკავეს ე.ზ., რომელმაც ჭაბუკა გუშარაშვილს თავის არეში დოქი ჩაარტყა

სროლა წყნეთის "წისქვილთან" - მაღალჩინოსნები გიორგი ყანჩაველმა დაჭრა?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყნეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დააკავა. როგორც ირკვევა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელმა, 36 წლის მამაკაცმა რესტორან “წისქვილში” ჭაბუკა გუშარაშვილს თავის არეში დოქი ჩაარტყა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნიუპოსტს” დაუდასტურეს, რომ დაკავებული ნამდვილად თანამშრომელია, თუმცა აღნიშნეს, რომ ე.ზ. მოცემულ მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა და შვებულებაში იმყოფებოდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის […]

ვინ არიან რესტორან “წისქვილთან” დაჭრილი სასჯელაღსრულების უწყების მაღალჩინოსნები

ვინ არიან რესტორან "წისქვილთან" დაჭრილი სასჯელაღსრულების უწყების მაღალჩინოსნები

წყნეთში რესტორან “წისქვილთან” სასჯელაღსრულების უწყების მაღალჩინოსნები დაჭრეს. დაჭრილთა შორის არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი გენერალური დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, ასევე პენიტენციური სამსახურის უსაფრთხოების წარმომადგენელი ჭაბუა გუშერაშვილი და პრობაციის სააგენტოს უფროსის მოადგილე ირაკლი ჭითანავა. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ალადაშვილიც, რომელმაც ჩვენი ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ პატაკი დაწერა და თანამდებობა საკუთარი […]

“ცრემლებს ძლივს ვიკავებდი” – ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი უღრან ტყეში ჩაატარეს

"ცრემლებს ძლივს ვიკავებდი" - ბექა გოჩიაშვილმა და ნიკოლოზ რაჭველმა კონცერტი უღრან ტყეში ჩაატარეს

ბექა გოჩიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი პირველად ახალ სივრცეში „უღრან ტყეში“ შედგა. ეს სივრცე წყნეთში მდებარეობს, იქ ამფითეატრი ბუნებაშია მოწყობილი. საღამოს, ლამაზი განათების პირობებში, ასეთ კომფორტულ გარემოში კარგი მუსიკის მოსმენა დიდი სიამოვნებაა, რომელიც ამიერიდან ხელმისაწვდომი იქნება. ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად, შედარებით მცირე შემადგენლობით, ხოლო ბექა გოჩიაშვილმა დრამერ ზაზა ცერცვაძესთან და ბასისტ […]