ვაჟა-ფშაველაზე მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა

ვაჟა-ფშაველაზე მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადავაჟა-ფშაველას გამზირზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ სამარშრუტო ტაქსის მძღოლის გაძარცვა სცადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაზარალებულმა მძღოლმა განუცხადა, თავდამსხმელმა მას ავტომანქანის გაჩერება მოსთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა.

ამის შემდეგ თავდამსხმელმა თავად სცადა საჭის მართვა, რის გამოც მძღოლმა მართვა დაკარგა და ბორდიურს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მძღოლმა მცირე დაზიანება მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. ეჭვმიტანილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, ის ფსიქიურადაა დაავადებული.