ჭდე: ბავშვი

თბილისში შარტავაზე მანქანა ტროტუარზე ბავშვს დაეჯახა

თბილისში შარტავაზე მანქანა ტროტუარზე ბავშვს დაეჯახა

თბილისში, შარტავას ქუჩაზემ სწრაფად მოსიარულე მანქანა ტროტუარზე მდგომ ბავშვს დაეჯახა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მთავარი

ფოთში საკანალიზაციოში ნაპოვნი ბავშვის დედა დააკავეს

"უცბად წყალმა გაჭედა" - ფოთში კორპუსის მილში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს

ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ახალშობილის დედა სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ბავშვის დედა დააკავეს, თუმცა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ. ცნობისთვის, ახალშობილის ცხედარი დევნილთა დასახლებაში მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და ადგილობრივებმა დასახმარებლად ხელოსანი გამოიძახეს.

საქართველოში ბოლო 24 საათში 130 ბავშვი დაინფიცირდა კოვიდით – უმრავლესობას დელტა შტამი აქვს

საქართველოში ბოლო 24 საათში 130 ბავშვი დაინფიცირდა კოვიდით - უმრავლესობას დელტა შტამი აქვს

კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა უკვე საგანგაშოა – არსებული საწოლფონდი საკმარისი აღარ არის, მცირეწლოვანი პაციენტების მისაღებად არაპედიატრიული კლინიკებიც ემზადებიან, მათ შორის, რესპუბლიკური საავადმყოფო. სპეციალისტთა განმარტებით, დღიური შემთხვევების ათი პროცენტი სწორედ ბავშვებზე მოდის- მაგალითად, მხოლოდ დღევანდელი მონაცემებით, ბოლო 24 საათში კოვიდით თითქმის 130 ბავშვი დაინფიცირდა, მათგან უმრავლესობას დელტა შტამი აქვს. მომატებულია მძიმე შემთხვევებიც. გამოსავლად ექიმები ზრდასრულების ვაქცინაციას ასახელებენ. რუსთავი 2

თბილისში მე-5 სართულიდან მოზარდი გადავარდა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

თბილისში აბაშიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 13 წლის მოზარდი გადავარდა. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მოზარდი მეცხრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. ადგილზე იმყოფება “კურიერის” გადამღები ჯგუფი და ტრაგედიის დეტალებს არკვევს.

“უცბად კაცი მანქანიდან გადმოხტა და მამი, მამი, არ მოკვდეო, ყვიროდა” – რა მოხდა რუსთავში

19 წლის ქუთაისელი თბილისის ღამის კლუბში ნარკოინტოქსიკაციას ემსხვერპლა

რუსთავში, საპატრულო პოლიციამ 2 წლამდე ბავშვი გადაარჩინა. როგორც თვითმხილველები “ინფო რუსთავს” უყვებიან, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლის და 4 თვის ბავშვი კრუნჩხვაში ჩავარდა, რომელსაც დროული დახმარება საპატრულო პოლიციამ აღმოუჩინა. “ჩემს თვალწინ გაჩერდა მანქანა. გადმოვიდა კაცი, რომელიც საჭესთან იჯდა და მამა, მამა, არ მოკვდეო, ყვიროდა. მერე დედა გადმოვიდა მანქანიდან, ბავშვი ხელში ეკავა და ყვიროდნენ, ბაბი, […]

“ბავშვს ქუჩაში 2 დიდი ძაღლი დაესხა თავს, ფეხზე უკბინეს, სახლამდე ძლივს მოვიდა…”

"ბავშვს ქუჩაში 2 დიდი ძაღლი დაესხა თავს, ფეხზე უკბინეს, სახლამდე ძლივს მოვიდა..."

ფეისბუქის მომხმარებელმა კატო კატომ ფეისბუქის ჯგუფ “დიდ დიღომში” დაწერა: “ბავშვი გავიდა სასეირნოდ ტარიელის ქუჩაზე და ამავე ქუჩის ბოლოს პირდაპირ თავს დაესხა დიდი ძაღლი (2 იყო, ერთი დიდი თეთრი და მეორე მოწითალო ყავისფერიი). ფეხზე უკბინა ნაკბენი საკმაოდ ღრმა არის და შიშზე აღარაფერს ვამბობ, ვიღაც ბიჭს შორიდან უყვირია (ეტყობა იცნობდა ძაღლს) წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს […]

“2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, რომელმაც თავზე გადაუარა” – რა მოხდა ასპინძაში

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ასპინძის სოფელ რუსთავში ორ წლამდე ბავშვს მანქანამ გადაურა, შედეგად მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბავშვი გაჩერებული მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, დაძვრის მომენტში კი მძღოლმა ის ვერ შეამჩნია და თავზე გადაუარა. მომხდარზე შსს–მ გამოძიება სსკ–ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების ისეთ დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გურჯაანში მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

გურჯაანში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა ცხრა აპრილის ქუჩაზე მოხდა. მცირეწლოვანს თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაში ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია, მას ელენთა და თირკმელი ჰქონდა დაზიანებული, რის შემდეგაც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან […]

ბენზინგასამართ სადგურზე ახალშობილი ბიჭი იპოვეს

ბენზინგასამართ სადგურზე ახალშობილი ბიჭი იპოვეს

მიტოვებული ჩვილი იპოვეს სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო ბოდბეს ბენზინგასამართ სადგურზე. ახალშობილი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს. ამ დროისთვის ახალშობილი ბიჭი ლაგოდეხის „არქიმედეს“ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

რას ჰყვება პეკინზე დაჭრილი ბავშვის მამა

სათვალთვალო კამერამ პეკინზე 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტი დააფიქსირა - ვიდეო

როგორც რადიო თავისუფლებას ბავშვის მამა უყვება, პეკინის გამზირზე, როდესაც ის მეუღლესთან და 3 წლის ტყუპ შვილებთან იმყოფებოდა, მის ერთ-ერთ შვილს მოულოდნელად ოჯახისთვის აბსოლუტურად უცნობი ქალი დაესხა თავს. „სასეირნოდ ვიყავით გამოსული ქუჩაში, შევამჩნიე, რომ გამვლელი ქალი მოგვიახლოვდა და ბავშვისკენ გადაიხარა, მეგონა რომ მოფერებას აპირებდა, ასე გამვლელები ხშირად ეფერებიან ხოლმე ბავშვს და ბუნებრივ საქციელად ჩავთვალე. შემდეგ უკვე […]