“ბავშვს ქუჩაში 2 დიდი ძაღლი დაესხა თავს, ფეხზე უკბინეს, სახლამდე ძლივს მოვიდა…”

"ბავშვს ქუჩაში 2 დიდი ძაღლი დაესხა თავს, ფეხზე უკბინეს, სახლამდე ძლივს მოვიდა..."ფეისბუქის მომხმარებელმა კატო კატომ ფეისბუქის ჯგუფ “დიდ დიღომში” დაწერა:

“ბავშვი გავიდა სასეირნოდ ტარიელის ქუჩაზე და ამავე ქუჩის ბოლოს პირდაპირ თავს დაესხა დიდი ძაღლი (2 იყო, ერთი დიდი თეთრი და მეორე მოწითალო ყავისფერიი). ფეხზე უკბინა ნაკბენი საკმაოდ ღრმა არის და შიშზე აღარაფერს ვამბობ, ვიღაც ბიჭს შორიდან უყვირია (ეტყობა იცნობდა ძაღლს) წამიერად მოშორდა ბავშვს და ისევ თავს დაესხა ახლა უკვე 2 ვე,ძლივს მოვიდა სახლამდე.

მთელი ცხოვრება ძაღლები გვყავს და ჩემ შვილზე მეტი ძაღლების ქომაგი არ მეგულება, ახლაც კი ძაღლის საჭმლით იყო გასული, არ ჯეროდა, რომ უმიზეზოდ ასე შეიძლება დაგგლიჯოს 4ფეხა მეგობარმა.

მე არ ვიცი, რა შეიძლება გავაკეთოთ, აუტანელია უკვე.

ჯერ ბავშვს ავცრი და ამას ასე არ დავტოვებ არცერთ შემთხვევაში, ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ მე მაპატიეთ, რომ ადამიანი უფრო მეტად.”