ჭდე: თსუ

„ტყუილი დაპირება სტუდენტებს!!! უნივერსიტეტმა სტუდენტებს უთხრა, ბრძანება არ მოსულა და უნდა დაფაროთ დავალიანებაო!“ – მანანა ნანე აბრამიშვილი

„ტყუილი დაპირება სტუდენტებს!!! უნივერსიტეტმა სტუდენტებს უთხრა,  ბრძანება არ მოსულა და უნდა დაფაროთ დავალიანებაო!“ - მანანა ნანე აბრამიშვილი

მანანა ნანე აბრამიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ტყუილი დაპირება სტუდენტებს!!! მართლა არ ველოდი ასეთ ტყუილს.პრემიერმა გარკვევით თქვა სტუდენტებს გაუნულდათ დავალიანებაო და უნივერსიტეტები არ ანულებენ! ამბობენ ბრძანება არ მიგვიღიაო. კერძოდ ჯავახიშვილის უნივერსიტეტმა ასე უთხრა დღეს სტუდენტებს! ბრძანება არ მოსულა და უნდა დაფაროთ დავალიანებაო!.. და თუ ბრძანებას მივიღებთ ეგ ყველას მაინც არ ეხებაო! მხოლოდ 30 ათასს სტუდენტს ეხება […]

ხმაური თსუ-ში – „არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს”

ხმაური თსუ-ში - „არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს"

თსუ-ში  სტუდენტები რექტორის არჩევნების ჩაშლას ცდილობენ. პიკეტირებულია 107-ე აუდიტორია  ახალგაზრდებს ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული. „არ ჩაგატარებინებთ არჩევნებს” –  ამ შეძახილებით შევიდნენ სტუდენტები დღეს დილით შენობაში და ის სივრცე დაიკავეს სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის სიმბოლური არჩევნები უნდა შედგეს. კანდიდატი მხოლოდ ერთია – „ოცნების” ყოფილი დეპუტატი, ჯაბა სამუშია. ეს კი ახალგაზრდებს უქმნის განცდას, რომ უნივერსიტეტში არჩევნები არ იმართება და […]

თსუ-ს სტუდენტები ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ

თსუ-ს სტუდენტები ჰიბრიდულ სწავლებას ითხოვენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები აუდიტორიებში სწავლის დაწყებას აპროტესტებდნენ და სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებას მოითხოვდნენ. როგორც თსუ-ს სტუდენტები განმარტავენ, ათასობით სტუდენტი რეგიონში ცხოვრობს, უძრავი ქონების გაქირავების ფასების ზრდის გამო კი ჩამოსვლას და განათლების მიღებას ვერ ახერხებენ. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთ თვეზე მეტია სხვადასხვა მეთოდით ვაპროტესტებთ სწავლის აუდიტორიაში […]

თსუ სწავლებას ონლაინ აგრძელებს, 15 მარტს გადაწყდება, ვინ დაუბრუნდება აუდიტორიებს

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტები იკრიბებიან

სტუდენტები აუდიტორიებს 15 მარტიდან დაუბრუნდებიან, თუმცა, დღეიდან უმაღლეს სასწავლებლებში დასაშვებია პრაქტიკული მეცადინეობები. შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლებას ონლაინფორმატში აგრძელებს. თსუ-ს კანცლერის, ლაშა საღინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, უნიერსიტეტში პრაქტიკული სწავლება არ ტარდება, ხოლო 15 მარტს, აკადემიური საბჭო გადაწყვეტს, თუ რომელ ფაკულტეტზე გაგრძელდეს სწავლება არადისტანციურ რეჟიმში. “არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ისეა დალაგებული სასწავლო პროცესი, რომ პირველ ეტაპზე, არის თეორიული სწავლების კომპონენტები, შემდეგ […]

თსუ-ის ფაკულტეტებზე ელექტრონული სწავლებისთვის მზადება გრძელდება

თსუ-ის ფაკულტეტებზე ელექტრონული სწავლებისთვის მზადება გრძელდება

თსუ-ის ფაკულტეტებზე ელექტრონული სწავლებისთვის მზადება გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე ეკონომიკისა და ბიზნესის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს ესტუმრა და ელექტრონული სწავლებისთვის მზაობასა და არსებულ გამოწვევებს გაეცნო. „ელექტრონული სწავლების მოდელს უკვე იყენებს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი, საბავშვო უნივერსიტეტი და პროფესიული განათლების […]

თსუ სწავლების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დამატებით ცნობებს კვირის ბოლოს გაავრცელებს

თსუ-ში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლის პროცესის ელექტრონული კომპონენტებით დაწყების თარიღთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას კვირის ბოლომდე გაავრცელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს. პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალების, პრეზენტაციების, ვიდეოჩანაწერების ატვირთვას ელექტრონულ მატარებლებზე, მიმდინარეობს მათი ტესტირება. უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმებზე დარეგისტრირება და […]

თსუ-ში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო

თსუ-ში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თსუ-ში განუცხადეს. „სტუდენტთა საყურადღებოდ! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 21 იანვრამდე გადაიდო. შესაბამისად, თსუ-ში შეიცვალა საგამოცდო პერიოდები და სააუდიტორიო მეცადინეობები“, – აცხადებენ თსუ-ში.

თსუ-ში დღეს სენატისა და თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება

თსუ-ში დღეს სენატისა და თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სენატისა და თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. VII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე სტუდენტები პირდაპირი წესით 140 დელეგატს აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია თსუ-ის ყველა საფეხურის სტუდენტს. ხმის მიცემა 13 უბანზე იქნება შესაძლებელი. თავად ხმის მიცემის პროცედურა 10:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება.

თსუ-ს პირველკურსელებისთვის Welcome Party გაიმართა – ვიდეო

თსუ-ს პირველკურსელებისთვის Welcome Party გაიმართა - ვიდეო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებისთვის ტრადიციული Welcome Party-ით აღნიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, 5000-მდე სტუდენტისთვის კონცერტი სტეფანემ და სხვა ცნობილმა მუსიკალურმა ჯგუფებმა და დიჯეებმა გამართეს. „ნებისმიერი არტისტისთვის, ადამიანების ეს კატეგორია, სტუდენტები არის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი. ჩემთვის ეს ასმაგად სასიხარულოა. რაც შეეხება ამ ულამაზეს ახალგაზრდებს, მათი იმედი გვაქვს ჩვენ. უნდა […]

თსუ-ს ახალი სტუდქალაქი ლისის ტბაზე სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს

თსუ-ს ახალი სტუდქალაქი ლისის ტბაზე სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს

ლისის ტბის ფერდობზე მდებარე 320 ადგილიანი ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა, სტუდენტების მიღებას ოქტომბერში დაიწყებს. ინფორმაციას განათლების სამინისტრო აქვეყნებს. საცხოვრებლის ტერიტორიაზე მდებარეობს: სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები, 3 საცხოვრებელი კორპუსი, ადმინისტრაციული შენობა – საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, კვების ბლოკი, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. უწყების ცნობითვე, რეგისტრაციისთვის სტუდენტების განაცხადების მიღება სექტემბერში დაიწყება, ასევე […]