თსუ-ის ფაკულტეტებზე ელექტრონული სწავლებისთვის მზადება გრძელდება

თსუ-ის ფაკულტეტებზე ელექტრონული სწავლებისთვის მზადება გრძელდებათსუ-ის ფაკულტეტებზე ელექტრონული სწავლებისთვის მზადება გრძელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე ეკონომიკისა და ბიზნესის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტებს ესტუმრა და ელექტრონული სწავლებისთვის მზაობასა და არსებულ გამოწვევებს გაეცნო.

„ელექტრონული სწავლების მოდელს უკვე იყენებს თსუ-ის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, აბიტურიენტთა მოსამზადებელი ცენტრი, საბავშვო უნივერსიტეტი და პროფესიული განათლების ცენტრი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.