თსუ სწავლების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დამატებით ცნობებს კვირის ბოლოს გაავრცელებს

თსუ სწავლების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დამატებით ცნობებს კვირის ბოლოს გაავრცელებსთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლის პროცესის ელექტრონული კომპონენტებით დაწყების თარიღთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას კვირის ბოლომდე გაავრცელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს.

პრემიერ-მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ახალი რეკომენდაციების შესაბამისად, არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

„ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ სხვადასხვა კურსის ფარგლებში მასალების, პრეზენტაციების, ვიდეოჩანაწერების ატვირთვას ელექტრონულ მატარებლებზე, მიმდინარეობს მათი ტესტირება. უახლოეს დღეებში დაიწყება სტუდენტების შესაბამის პლატფორმებზე დარეგისტრირება და პროცესის მომზადების მიზნით, მათ ვიდეოგაკვეთილები და გზამკვლევები დაეგზავნებათ. დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება თსუ ვებგვერდზე, ფეისბუქის გვერდზე, LMS.TU.GE-ზე და პარალელურად, სტუდენტებს მოკლე ტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.