ჭდე: მაღაზია

„თუ ამოიცნობთ ამ პიროვნებას, უმორჩილესად გთხოვთ შეგვეხმიანეთ“

„თუ ამოიცნობთ ამ პიროვნებას, უმორჩილესად გთხოვთ შეგვეხმიანეთ“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცმა მაღაზიაში თანხა დაკარგა. „მოგესალმებით ძვირფასო მომხმარებლებო. თქვენი დახმარება გვჭირდება! ბატონმა დაკარგა (ამოუვარდა თანხა ჯიბეში ჩადების დროს) ფული. იმის გამო, რომ უკეთია ნიღაბი, სამწუხაროდ, ვერ ხდება იდენტიფიცირება. თუ ვინმე ამოიცნობთ ამ პიროვნებას, უმორჩილესად გთხოვთ შეგვეხმიანეთ. (არ არის პატარა თანხა)“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთავში მაღაზიიდან 20 მობილური მოიპარეს

რუსთავში მაღაზიიდან 20 მობილური მოიპარეს

რუსთავში, მაღაზიიდან 20 მობილური მოიპარეს. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, 20 წლამდე მამაკაცმა მეგობრობის გამზირზე არსებული ტექნიკის მაღზია, “ზუმერიდან” 20 ძვირადღირებული მობილური მოიპარა და ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე მალევე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიება და პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ახალგაზრდა მამაკაცმა მოასწრო მობილურის დალომბარდებაც, თუმცა აღნიშნულის შესახებ პოლიციისთვის მალევე გახდა ცნობილი. ასევე ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია მობიური ტელეფონები. ფაქტზე გამოძიება […]

გორში მაღაზიიდან 4 ბოთლი არაყი და 600 ლარი მოიპარეს

გორში მაღაზიიდან 4 ბოთლი არაყი და 600 ლარი მოიპარეს

გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში, მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, წაიღეს 4 ბოთლი არაყი და 600 ლარამდე თანხა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს, დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა. დილიდან პოლიცია ადგილზე მუშაობდა. ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. მთავარი

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში მაღაზია გაქურდეს

ქურდობა მოხდა ქუთაისში – ავტოქარხნის დასახლებაში, შერვაშიძის ქუჩაზე მძარცველებმა მაღაზია გაქურდეს. მათ  მინები ჩაამსხვრიეს და შენობაში შესვლა ისე მოახერხეს. მაღაზიის მეპატრონის თქმით, სავარაუდოდ,  თამბაქოა წაღებული. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ, მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ლაგოდეხში 2 მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხში 2 მაღაზია გაქურდეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც მაღაზიის მეპატრონეებს კითხავენ. ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი ამბობს, რომ მძარცველი შენობაში მთავარი კარიდან შევიდა. დაკავებული ამ დროისთვის არავინაა.

სამტრედიაში ავტომატიანი პირი მაღაზიაში შეიჭრა და პოლიციას ესროლა

სამტრედიაში ავტომატიანი პირი მაღაზიაში შეიჭრა და პოლიციას ესროლა

ყაჩაღობა კომენდანტის საათის დროს – ავტომატით შეიარაღებული ნიღბიანი პირი სუპერმარკეტში შეიჭრა. შემთხვევა სამტრედიაში მოხდა.  ყაჩაღობის დროს მაღაზიაში სავაჭრო ობიექტის მფლობელები იმყოფებოდნენ. “მთავარი არხის” ინფორმაციით, დამნაშავემ მიმალვისას სამართალდამცავებს ცეცხლიც გაუხსნა. პოლიციასა და თავდამსხმელის შორის სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. იმის გამო, რომ ინციდენტი კომენდანტის საათს დროს მოხდა, ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები ყვებიან, რომ […]

11 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის გარდა

11 მაისიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, ფეხსაცმლის და ტანსაცმლის გარდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გააკეთა. მისივე განმარტებით, 11 მაისიდან ასევე გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა. „11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა […]

ზუგდიდის მაღაზიიდან 50 ათასი ლარის საქონელი მოიპარეს

ზუგდიდის მაღაზიიდან 50 ათასი ლარის საქონელი მოიპარეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიის მფლობელის თქმით, წაღებულია 50 ათასი ლარის საქონელი. „მაღაზია გაქურდეს კომენდანტის საათის დროს. წაღებულია ლეპტოპები, პერსონალური კომპიუტერები და ტელეფონები, დაახლოებით 50 ათასი ლარის საქონელი“, – განაცხადა მან. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს. ნიუპოსტი

მარნეულში მაღაზია გაქურდეს

მარნეულში მაღაზია გაქურდეს

მარნეულში, სადაც კარანტინის უმკაცრესი ზომები მოქმედებს, მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, საკვები და ნისიის რვეულიც კი. მაღაზიის მფლობელი აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა გატეხეს კარი და ჩაამტვრიეს შუშები. მეპატრონე ამბობს, რომ დილითვე დაურეკა პოლიციას, თუმცა საპატრულო პოლიცია ადგილზე ძალიან გვიან მივიდა. “გუშინ ღამით გაქურდეს მაღაზია, სალაროდან დიდი რაოდენობის თანხა, პროდუქტები და ნისიების რვეულიც კი წაიღეს. დილის 8 […]

რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩა #18-ში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, 25-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, მაღაზიაში ცივი იარაღითა და ხელჯოხით შევიდა და თანხის მიცემა მოითხოვა. მაღაზიის მეპატრონეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და თანხა მისცა. წაღებულია 300 ლარი და მობილური ტელეფონი. როგორც დაზარალებული აცხადებს, ამ წუთებში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი