ჭდე: გიორგი გიორგანაშვილი

გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 1 ეპიზოდში

გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 1 ეპიზოდში

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, იგივე ბახალა, რომელიც ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულია, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. რეანომობილის საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს, უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგანაშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. „დღეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ძალაში დატოვა […]

სასამართლომ ”ბახალა” უდანაშაულოდ ცნო

სასამართლომ ”ბახალა” უდანაშაულოდ ცნო

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. “ბახალას” საქმეზე განაჩენი რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. დასკვნით სხდომაზე მოსამართლეს ბრალდებულმა გიორგი გიორგანაშვილმა სიტყვით მიმართა. “ბახალამ” საკუთარ უდანაშაულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდება აბსურდულია. მსახიობს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის ჰქონდა წარდგენილი. ამავე საქმეზე დაკავებული ირაკლი ქორიძე კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. […]

“სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის” – ბახალას სიტყვა სასამართლოზე

"სახრჩობელაზე დამკიდეს, რომ დიდხანს მექანავა, რათა გაფრთხილებად ვქცეულიყავი სხვებისთვის" - ბახალას სიტყვა სასამართლოზე

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანაში ბრალდებული გიორგი გიორგანაშვილმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით ბრალდება აბსურდულია. “ბახალამ” მოსამართლეს უთხრა, რომ დამნაშავე რომ იყოს, პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას დათანხმდებოდა და ოჯახს, კარიერას არ გაწირავდა. “ჩემ მიმართ წარმოდგენილი ბრალდება აბსურდულია და დაკავებისას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება არ მქონია. ასე რომ არ იყოს, პროკურორის საპროცესო […]

ბახალა სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

ბახალა სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ სცნო

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მეორე ინსტანციის სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მსახიობს სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ადვოკატი იმედოვნებდა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გააბათილებდა. გიორგანაშვილს სახელმწიფო ბრალდება ქვეყანაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებაში მონაწილეობას ედავება. რუსთავი 2

პროკურორი ირინა ჩოჩია – ”ირაკლი ქორიძეს და გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე წარედგინა”

პროკურორი ირინა ჩოჩია - ”ირაკლი ქორიძეს და გიორგი გიორგანაშვილს ბრალი ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე წარედგინა”

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შენახვის საქმეზე ბრალი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილსა და ირაკლი ქორიძეს ჯაბა ხულორდავას ჩვენების საფუძველზე წარედგინათ. ამის შესახებ ინფორმაცია საქმის პროკურორმა დაადასტურა. ირინა ჩოჩიას თქმით, საქმეში ხულორდავას რამდენიმე ჩვენება არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. პროკურორის თქმით, თავდაპირველად, ჯაბა ხულორდავამ გამოძიებას დაუდასტურა, რომ ნარკოტიკული საშუალებები „ბახალას“ და ირაკლი ქორიძეს ეკუთვნოდათ, თუმცა […]

მამუკა ჭელიძე – ”გიორგი გიორგანაშვილს 20 წელი ან უვადო პატიმრობა ემუქრება”

მამუკა ჭელიძე - ”გიორგი გიორგანაშვილს 20 წელი ან უვადო პატიმრობა ემუქრება”

– მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის წარდგენილი ახალი ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გიორგანაშვილს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით […]

ადვოკატი – ”გიორგანაშვილი ქორიძესთან ერთად ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა”

ადვოკატი - ”გიორგანაშვილი ქორიძესთან ერთად ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა”

გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის დამძიმების საქმეზე კომენტარი გააკეთა მისმა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, როდის წაუყენებს პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფს დამატებით ბრალს. “მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მოვისმინეთ. გიორგისთვის ჯერ ბრალი არ წაუყენებიათ. დაცვის მხარეს გადმოეცემა მასალები და შესაბამისად ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”,- განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, ქორიძე და გიორგანაშვილი ერთმანეთს ნამდვილად იცნობდნენ. “მათ […]

ბახალას დედა ნანა ჩხიკვიშვილი – ”მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო”

ბახალას დედა ნანა ჩხიკვიშვილი - ”მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო”

– მეზიზღება ჩემი ქვეყანა ამ საპოლიციო სისტემის გამო. ამის შესახებ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) დედამ ნანა ჩხიკვიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც მის შვილს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. – ჩემმა ქვეყანამ მაპატიოს, ამდენი უსამართლობით გამოათაყვანეს საქართველო. ორი უნამუსო პოლიციელის ჩვენებამ, რომლებიც შემდეგ ალბათ შვილთან და შვილიშვილთან მივიდოდნენ, მათმა ტყუილმა გაწირა […]

სასამართლომ „ბახალა” დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ „ბახალა" დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართომ გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) დამნაშავედ ცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება მსახიობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავებოდა. მსახიობი მთელი ამ დროსი განმავლობაში აცხადებდა, რომ 45 აბი ე.წ. სუბუტექსი პოლიციამ ჩაუდო. “ბახალა” 2016 წლის 25 იანვარს დააკავეს და 14 ივლის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

“თუ პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად”- გიორგია გახარია “ბახალას” საქმეზე

"თუ პოლიციელებმა ჩაიდინეს დანაშაული, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად"- გიორგია გახარია "ბახალას" საქმეზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ გამოვლინდება პოლიციელების ბრალეულობა, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. „ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპულნი. ასევე ზუსტად, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება მის უფლებამოსილებას გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის შედეგებს და იქ თუ ჩვენმა თანამშრომლებმა […]