ჭდე: სროლა

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – სროლა გოთუას ქუჩაზე

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დღის ბოლოს, გოთუას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცს 2 ჭრილობა აქვს მიყენებული. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ოპერაცია დასჭირდა.  ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. რუსთავი 2

დაჭრა მიცკევიჩზე – შსს-მ დ.ლ. დააკავა

მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შსს-მ  განცხადება გაავრცელა: “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული დ.ლ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, […]

ფალიაშვილზე ორი ადამიანი დაჭრეს

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევამდე ისმოდა გასროლის ხმა. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დინამოს სტადიონთან მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, დინამო არენასთან, ცაბაძის 9 ნომერში, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. სროლა თბილისის ცენტრში ერთი საათის წინ მოხდა. მამაკაცს ერთი ტყვია ფეხის არეში აქვს მოხვედრილი. ის საავადმყოფოში მეზობლებმა გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაჭრილი ცაბაძის ქუჩის მცხოვრებია. მომხდარის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

კაცი, რომელმაც ბიძაშვილი მოკლა და თავი მოიკლა, ყოფილი პოლიციელი იყო

კაცი, რომელმაც დღეს ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა, ის შსს-ის ყოფილი თანამშრომელი იყო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირებისას მოხდა. შელაპარაკების დროს კაცმა უმისამართოდ გაისროლა, ტყვია კი არსებული ინფორმაციით, შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა, რის გამოც მსროლელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით […]

ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, 45 წლის კი დაჭრეს

ვარკეთილში 38 წლის მამაკაცი მოკლეს, ხოლო 45 წლამდე მამაკაცი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორიs სიტყვიერ შელაპარაკებას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოჰყვა. როგორც “პრაიმტაიმს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად მოხდა. რაც შეეხება დაჭრილს, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა,. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – მკვლელობის შემთხვევაში, სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან […]

სროლა გორში – ახალგაზრდა ქეიფის დროს დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში“ შეიყვანა. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. მოგვიანებით დაჭრილი ახალგაზრდას ჩაუტარდა ოპერაცია თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

გიორგი სოზაშვილი ხალხს 9 საათზე პარლამენტთან ეძახის – ”ნაფეტვრებში დაგვცხრილეს, ახლა კი მილიონიანი ტექნიკა წაიღეს!”

ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა-ცენტრში კრიმინალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. მათ ტერიტორიიდან გაიყვანეს ე.წ. მოძრავი ავტობუსი დატა-ცენტრი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. ბიზნესმენი, კომპანია სალვუს დეველოპმენტის დამფუძნებელი, გიორგი სოზაშვილი, აცხადებს, რომ ტექნიკა ძვირადღირებულია და ის, დაახლოებით, მილიონი დოლარი ღირს. დატა-ცენტრის მფლობელი გიორგი სოზაშვილი ფიქრობს, რომ ეს ბიზნესზე ზეწოლის მაგალითია. მისი თქმით, მას კონკრეტული პირები ამგვარი მეთოდებით უსწორდებიან. „აღვწეროთ-მეთქი და […]

სროლა ნიუ ორლეანში – დაიღუპა 3 ადამიანი

ამერიკის ქალაქ ნიუ ორლეანში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, სროლის შედეგად, დაჭრილია შვიდი ადამიანი. ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის პოლიცია არკვევს, რას უკავშირდება მომხდარი შემთხვევა. მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტეხასის შტატის ქალაქ რობსთაუნში, მოხუცებულთა სახლში მომხდარი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. მკვლელის ნეიტრალიზება პოლიციის მოსვლამდე მოხდა. […]

პოლიციელი, რომელმაც ფოთში ნაზიმ გუზანოვი მოკლა, დააკავეს

პოლიციელი, რომელმაც დღეს დილით ფოთში ახალგაზრდა მამაკაცს, ნაზიმ გუზანოვს, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დაკავებულია – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. „2018 წლის 23 ივლისს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, ქალაქ ფოთში დადიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, სასურსათო მაღაზიასთან მდებარე თანხის ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ფაქტზე, დაკავებისას ფოთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ტაბელური პისტოლეტიდან გასროლით თავის […]

akhalitaoba.ge © 2017-2018