აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლი დაკავებულია

აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლი დაკავებულიასამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავა.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროდან აცნობეს, ბრალდებულის სახით დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, 1994 წელს დაბადებული თ.ტ.
მისი დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

დადგინდა, რომ BMW-ს მარკის ავტომანქანა, რომელსაც თ.ტ. მართავდა, გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, როდესაც ის შეეჯახა მის წინ, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ BMW-ს მარკის ავტომანქანას.

შეჯახების შედეგად, აღნიშნული ავტომანქანის მძღოლმა, 1992 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან მარჯვნივ, ტროტუარზე, სადაც 2 ქვეითს – 1972 წელს დაბადებულ ნ.ო.-ს და 2008 წელს დაბადებულ მ.ჯ.-ს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად, მცირეწლოვანი მ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.ო. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.