აფეთქება რუსთავის ”ჯეოსთილის” ქარხანაში. დამწვარია 2 ადამიანი

აფეთქება რუსთავის ”ჯეოსთილის” ქარხანაში. დამწვარია 2 ადამიანირუსთავში “ჯეოსთილის” ქარხანაში ღუმელის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.

ინდოეთის მოქალაქე 25 წლის მამაკაცმა და საქართველოს მოქალაქემ, 63 წლის მამაკაცმა აფეთქების შედეგად სახის 18% -იანი დამწვრობა მიიღეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმ სულხან სამხარაძის განცხადებით, პაციენტებს მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ, ძირითადად დაზიანება სახისა და თავის არეში აქვთ მიღებული, შემდგომი მკურნალობის მიზნით კი დაშავებულებს თბილისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

როგორც საწარმოში აცხადებენ, ღუმელის აფეთქების მიზეზებს მოკვლევა დაადგენს.

_ ჯერ ადგილზე მყოფმა ექიმმა შეამოწმა, დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო და ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებულების სამკურნალო ხარჯებს კომპანია მთლიანად დაფარავს, – განუცხადა ”ინფო რუსთავს” კომპანია “ჯეოსთილის” წარმომადგენელმა.

ინფორუსთავი