,,აქ მოხდება მკვლელობა!” – დაპირისპირება და დემონტაჟი წერეთელზე 

,,აქ მოხდება მკვლელობა!" - დაპირისპირება და დემონტაჟი წერეთელზე წერეთელზე გარემოვაჭრეები მერიის ზედამხედველობისა და დინამო არენის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. მიზეზი ტერიტორიაზე სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟი გახდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და მერიის უსაფრთხოების სამსახურები-

,,აქ მოხდება მკვლელობა! სახურავს ხელი ვინმემ არ მოკიდოს!” – აცხადებს ერთ-ერთი გარემოვაჭრე „პირველი რადიოსთან“.

_ მერიამ მოგვცა ნებართვა, უნდა ავიღოთ ეგ რაღაც საძაგლობა აქ რომ დგას, უხეში შენობები, რომელიც არის დინამო არსენას საკუთრება და ამის ნებართვა, ერთი უკვე გავიდა ვადა, მეორეც გასდის უკვე ვადა და ამის საშუალებას არ გვაძლევს აგერ ზოგიერთი რომ აჯანყებს ამ ხალხს, – აცხადებს დინამო არენას წარმომადგენელი.