„არა ჩადებას“!

„არა ჩადებას“!„არა ჩადებას!” – ამ მოწოდებით ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეები ნარკოტიკული საშუალებების ჩადებით მოქალაქეების დაკავებებს ააპროტესტებენ. „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელმა“ ზვიად კუპრავამ და აქციის რამდენიმე მონაწილემ ჯიბეები ამოიკერეს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგნელების თქმით, ამ მიმართულებით მსგავსი სამოქალაქო აქტივობა გაგრძელდება.

აქციაზე იმყოფებოდა პრეზიდენტის შვილიც.

ანა მარგველაშვილი:

_  დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს.

აქციაზე დაკავებულების მიხეილ თათარაშვილის და დავით ხარშილაძის მშობლები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

მიხეილ თათარაშვილის მამის, ლადო თათარაშვილის განცხადებით, მის შვილს ნარკოტიკები იმიტომ ჩაუდეს, რომ პრეზიდენტის შვილის მეგობარია.

_ სპეცოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. პოლიციელი, რომელმაც თითქოსდა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძე.

ეს იყო ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ჟურნალისტული საქმიანობის ლიკვიდაციას. ეს არ გამოვა. ეს ძალადობრივი მანქანა აუცილებლად შეჩერდება. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია და სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, – განაცხადა ელისო კილაძემ.