ავარიას ბათუმში მამაკაცი ემსხვერპლა

ბათუმში, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 50 წლამდე ასაკის კაცს შეჯახა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც ნიუპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.