ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ცერემონიალი ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება.
ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეტ არსლანმა განაცხადა.
მისი თქმით, ცერემონიას თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი დაესწრება.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ სარკინიგზო ხაზი დაეხმარება ჩინეთსა და ევროპას შორის მდგრადი კომუნიკაციის დამყარებაში. სარკინიგზო ხაზი ტრანსპორტირების დროს 45-60 დღიდან 12-15 დღემდე შემცირდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს.
ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას.
საბოლოოდ, რკინიგზის მეშვეობით წლიურად 17 მილიონი ტონა ტვირთი იქნება გადატანილი. საწყის ეტაპზე კი ბაქო-თბილისის-ყარსის რკინიგზა ერთ მილიონამდე მგზავრსა და 6,5 ტონა ტვირთს გადაიტანს.

