ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულთა დედებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება, ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, გააპროტესტეს. მათი განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო.
დაკავებულთა დედებმა სხდომათა დარბაზში მყოფ პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან.
11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის, შოთა გორგაძის, რევაზ ქერქაძის, მურმან კონცელიძის, მანუჩარ ფარტენაძის, ზაზა გოგიტიძის, აკაკი კვაჭაძის, რამაზ დუმბაძის, გიორგი გუბელაძისა და მერაბ მურვანიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ გაიმართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლებიც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ და მორიგი პროცესი 8 მაისს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურორების თქმით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ.

