ბათუმის არეულობაში მონაწილე 7 პირს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის არეულობაში მონაწილე 7 პირს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდაბათუმის საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 16 პირის საქმე გუშინ განიხილა, მათგან 7 პირს ხუთდღიანი პატიმრობა შეეფარდა, დანარჩენი 9 კი გაათავისუფლეს, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 40 ადამიანიდან, 7-ის გარდა, ყველა ხელწერილით გაათავისუფლეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

შეგახსენებთ, 12 მარტს, გამთენიისას,ბათუმში საპროტესტო აქცია ვანდალურ ქმედებებში გადაიზარდა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ბათუმის ქუჩებში არეულობა მოაწყო, დაწვეს ავტომობილები, ქვები დაუშინეს პოლიციის შენობას და დააზიანეს ინფრასტრუქტურული ობიექტები.

ნიუსპოსტი