ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის, შოთა გორგაძის, რევაზ ქერქაძის, მურმან კონცელიძის, მანუჩარ ფარტენაძის, ზაზა გოგიტიძის, აკაკი კვაჭაძის, რამაზ დუმბაძის, გიორგი გუბელაძისა და მერაბ მურვანიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლებიც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ და მორიგი პროცესი 8 მაისს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურორების თქმით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ.

ინტერპრესნიუსი