დღეს გამთენიისას ბათუმში ოძელაშვილის ქუჩის 11 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად 50-მდე ოჯახი დაზარალდა.
მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ხანძრის შედეგად 1 მეხანძრე დაშავდა, იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძარმა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი გაანადგურა, დამწვარია 1 600 კვადრატული მეტრის ფართობი. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუგის 11 ავტომობილი, ცეცხლს 80 მეხანძრე ებრძოდა.
ზარალს მერია და სპეციალური კომისია დაადგენენ, რის შემდეგაც გადაწყდება დაზარალებულთა დახმარების საკითხი.

