ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში 75 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი თურქი ეროვნების იყო და პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ინტერპრესნიუსი

