დაიკითხებიან თუ არა სინოდის წევრები, დღეს გაირკვევა

დაიკითხებიან თუ არა სინოდის წევრები, დღეს გაირკვევადეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები წმინდა სინოდის 16 წევრის გამოკითვას ითხოვენ. მათ შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 16:00 საათამდე უნდა უპასუხოს.

საპატრიარქოს ადვოკატი სინოდის წევრების დაკითხვას დაუშვებლად მიიჩნევს.

_ ახალი კოდექსით აღნიშნული მუხლის განხორციელება, მხოლოდ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან შედის კანონიერ ძალაში. ამდენად ჩვენ მივუთითეთ პროცესუალურ დარღვევაზე, რის შედეგადაც ეთქვათ უარი ადვოკატებს,-განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით კი, საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომ პირი თუ ნებით არ იძლევა ჩვენებას, შეიძლება ის სასამართლოს წინაშე დაიკითხოს.

_  წმინდა სინოდის წევრებს როცა მივმართეთ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, 113-ე მუხლი არ არის გაუქმებული, მოქმედია და 2016 წლის 20 თებერვლიდან მოქმედებს. ამის შემდეგ ჩვენ მივმართეთ სასამართლოს, რადგან საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლში მითითებულია, როდესაც პირი ნებაყოფლობით არ იძლევა ჩვენებას და ინფორმაციას საქმესთან მიმართებით, შესაძლებელია სასამართლოს და მოსამართლის წინაშე მოხდეს მისი დაკითხვა, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.