სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქში პატრულის ეკიპაჟსა და მანქანის მძღოლს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართალდამცავმა მძღოლს ჯარიმა გამოუწერა, რადგან მას ღვედი არ ეკეთა. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებდა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. შელაპარაკების დროს ქუჩაზე ხალხმა დაიწყო შეკრება, რამაც ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა. დაჯარიმებული მოქალაქე საპატრულო მანქანის ვიდეოთვალის ჩანაწერის ნახვას ითხოვს. მისი თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ მძღოლს ღვედი ეკეთა პატრული ბოდიშს მოიხდის, სხვა შემთხვევაში მოქალაქე თანახმაა გადაიხადოს ჯარიმა.
შეგახსენებთ, რომ პატრულის თანამშრომლებსა და მოქალაქეს შორის ჯარიმის გამო დაწყებული დაპირისპირება ბათუმში არეულობაში გადაიზარდა.
ნიუპოსტი

