,,კანონიერმა ქურდმა” მერაბ ჯანგველაძემ (მერაბ სუხუმსკი), რომელიც თანამოძმეებს იტალიიდან უკავშირდება, აფხაზ ქურდებს შორის არეულობა გამოიწვია.
არეულობის საბაბი მერაბის ერთგული თანამებრძოლი ალხაზ აგრბა გახდა, რომელსაც სამშობლოში ქურდად არ ცნობენ.
აღსანიშნავია, რომ ,,სუხუმსკის” პრობლემას ამ საკითხში ალხაზის გუდაუთელი თანამოქალაქეები ,,კანონიერი ქურდები” _ რაულ ბარცბა (პიზა), ალხაზ ავიძბა (ხასიკი) და ასტამურ შამბა (ასტიკი) უქმნიან.
სწორედ ამ სამეულმა შეუჩერა 2014 წელს ალხაზ აგრბას სტატუსი, მიუხედავად მერაბ ჯანგველაძის აღშფოთებისა. ასაკით უფროსი და ავტორიტეტული ,,პიზა” უფრო შორს მიდის და არც მერაბ ჯანგველაძეს ცნობს ქურდად, რაც მას პირდაპირ საუბრის დროსაც უთხრა რამდენიმე წლის წინ _ ,,შენ ქურდი არ ხარ”! საეჭვოა, ეს ფაქტი ჯანგველაძემ უყურადღებოდ დატოვოს.
სხვა ,,აფხაზები” ვალერი ხაშბა, თემო გვასალია და თემო აკუბა მზად არიან, ალხაზ აგრბა ,,ქურდად” აღიარონ და, ბუნებრივია, არ ეთანხმებიან ,,პიზას” შეხედულებებს ,,მერაბ სუხუმსკის” შესახებ.
რაც შეეხება ,,ნანიკსა” და ,,პაკას”, ისინი ჯერჯერობით არ აპირებენ საკუთარი პოზიციის ღიად დაფიქსირებას, ხოლო ,,აფხაზ ქურდთა პატრიარქი” ,,ბორია აპაკელა”, უკვე დიდი ხანია არ თვლის საჭიროდ ასეთ იაფფასიან ,,რაზბორკებში” ჩარევას და საერთოდ დატოვა კიდევაც აფხაზეთის ტერიტორია.
ნიუპოსტი

