ციანიდის საქმეზე ბრალდებული, შესაძლოა, ორშაბათს გაათავისუფლონ. სასულიერო პირის ადვოკატები ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ სასამართლოში დაკავებულის უდანაშაულობას დაამტკიცებენ.
სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და წინასასამართლო განხილვამდე ერთთვიანი ვადა ითხოვა. ამ ახალი გარემოების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, მომდევნო კვირას დეკანოზის ადვოკატები სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების _ პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ.
_ კანონით ეს გათვალისწინებულია. როდესაც მოითხოვა ბრალდების მხარემ ერთი თვით გამოძიების გაგრძელება, პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ და მერე უნდა გადაწყვიტოს, გაათავისუფლებს თუ არა წინასწარი პატიმრობიდან მამა გიორგის, _ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

