დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვაციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა,

დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის, 20 ათასლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, ბრალდებულის ადვოკატებმა საქმეში არსებულ ახალ გარემოებად დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, კერძოდ კი, გულის პრობლემები დაასახელეს. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, დეკანოზს გულზე ოპერაცია სჭირდება.

დეკანოზის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა პროკურატურა იმ არგუმენტით, რომ გამოძიება გრძელდება და არსებობს მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.