დეკანოზის ადვოკატი: “მამა გიორგის ციანიდის შეძენა დაავალა შორენა თეთრუაშვილმა, მაგრამ მას არ შეუძენია”

დეკანოზის ადვოკატი: "მამა გიორგის ციანიდის შეძენა დაავალა შორენა თეთრუაშვილმა, მაგრამ მას არ შეუძენია"მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული სასულიერო პირის ადვოკატის მია ზოიძის თქით, მამა გიორგის ციანიდის შეძენა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა, თუმცა მას ციანიდი არ შეუძენია.

აღნიშნული განცხადება ადვოკატმა გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა:

_ მამა გიორგის აზრით, ეს ყველაფერი იყო დადგმული და ირაკლი მამალაძე ვიღაცამ აიძულა, ეს ქმედება ჩაედინა. მისი თქმით, ეს იყო საუბარი ახლო მეგობართან და თემები არის არასერიოზულად ნათქვამი. ის, ვინც გეგმავს მსგავს სერიოზულ დანაშაულს, ასე არასერიოზულად არ ლაპარაკობს, ციანიდზე გუგლში ეძებს 6 თებერვალს, როდესაც 10-ში უკვე უნდა წავიდეს გერმანიაში, _ განაცხადა მია ზოიძემ.

ადვოკატის თქმით, ციანიდის შეძენა მამა გიორგის საპატრიარქოს მდივან-რეფერანტმა შორენა თეთრუაშვილმა დაავალა.

_ ის როგორც ამბობს, ეს დაავალა შორენა თეთრუაშვილმა, მამა გიორგის ციანიდი არ შეუძენია, _ აღნიშნა ადვოკატმა.