ელისო კილაძე დავით ხარშილაძის საქმეზე პოლიტიკოსებს ხვდება

ელისო კილაძე დავით ხარშილაძის საქმეზე პოლიტიკოსებს ხვდებაგაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი პოლიტიკოსებს ხვდება. ელისო კილაძე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მისი შვილის დავით ხარშილაძის წინააღმდეგ აღძრული საქის დეტალებს აცნობს.

ელისო კილაძის თქმით საქმეში უამრავი დარღვევაა, მათ შორის არაა დალუქული ავტომობილი და არც ტელეფონი არაა დალუქული და გამოკვლეული. ელისო კილაძის შეფასებით მისი შვილის დაპატიმრება მასზე ზეწოლი განხორციელების მიზნით მოხდა და მისი შვილი სწორედ ხელისუფლების მძევალია.

დავით ხარშილაძის დაკავებას ელისო კილაძის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებენ ოპოზიციის წარმომადგენლები:

_ ის დარღვევები, რაც საქმეშია, მიუთითებს იმას, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ეს ადამიანი იჯდეს ციხეში და განხორციელდეს ზეწოლა ელისო კილაძეზე. ერთადერთი ბერკეტი რაც შეიძლება გამოყენებული იყოს ეს არის საერთაშორისო ჩართულობა, რათა ეს დარღვევები რაც გამოძიების დროს იყო იქნეს აღმოფხვრილი და ქალბატონ ელისოს შვილი იყოს გათავისუფლებული, _ განაცხადა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრმა პაატა დავითაიამ.

სამართლებრივი მდგომარეობის კრიზისულ მდგომარეობაზე მიუთითებს „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ კიდევ ერთი წევრი ნიკოლოზ ვაშაკიძეც.

ბოლო დროს განხორციელებულ დაკავებებში არსებულ დამთხვევებზე ამახვილებს ყურადღებას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, ეს მიანიშნებს იმას, რომ ხელისუფლებამ ოპონენტებთან ბრძოლა ახალი მეთოდებით დაიწყო.