ელისო კილაძე: ,,ლევან იზორია ძმა არის ნარკორეალიზატორების მსხვილი ,,კრიშა”

ელისო კილაძე: ,,ლევან იზორია ძმა არის ნარკორეალიზატორების მსხვილი ,,კრიშა"გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის თქმით, თავდაცვის მინიტრის ლევამ იზორიას ძმა არის „ნარკოტიკების რეალიზატორის “კრიშა” და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალის გავრცელებაც დაანანონსა.
_ თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არცერთი ღონისძიება ნარკორეალიზატორების გამოსავლენად. მე მაქვს ჩემი ინფორმაციები, ყველა ნარკორეალიზატორს კრიშავს შსს, სუსი და გაგიკვირდებათ და თავდაცვის მინისტრი.

ნარკოტიკების რამდენიმე მსხვილი რეალიზატორის “კრიშა” არის ლევან იზორიას ძმა, ვახტანგ იგივე კიკა იზორია. ეს არის ადამიანი, რომელიც ფიგურირებს პარტულ-ინსპექტორის გიორგი ბაბუნაშვილის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოკადრებში. გადაადგილდებოდა ე.წ ნარუშნიკოვით,

ეს იყო სპეცსაშვი თავდაცვის სამინისტროსი, რომელიც არ უნდა ჰქონოდა ჩვეულებრივ პირს და მითუმეტეს თავდაცვის მინისტრის ძმას. ჩვენ ამ წუთებში ქრონიკა +-ის საიტზე გავავრცელებთ იმ ვიდეომასალას, რომელშიც კონკრეტულად ლევან იზორიას ძმა ფიგურირებს, მინიმუმ ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება, _ განაცხდა კილაძემ.