ჩვენ უკვე ვწერდით, რომ ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დათო ხარშილაძე დაკავებულია.
სულ რამდენიმე წუთის წინ ელისო კილაძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი დადო:
_ ორჯერ ჩაუტარდა ჩემს შვილს ნარკოტესტი _ არც ერთხელ არაფერი არ ამოუვიდა.სუფთაა !!!
არ გაბედოთ რამე შეცვალოთ !!!!!
მისი ინფორმაციით, სპორტის სასახლის უკან მოხდა დაკავება.
_ როცა წამლის ჩადება დაუპირეს, გაიქცა. მანქანა დააჯახეს, უგონო მდგომარეობაში დაადეს ხელბორკილები.
ახლა კარგად მომისმინეთ ნაძირლებო _ ხვალ დილიდან ფეხზე დავაყენებ მთელ თბილისს, მერე მთელ საქართველოს. სხვისი და ჩემი შვილების დასაცავად!
მღებრიშვილის, იზორიას და გოგაშვილის ბარიგებთან, იმენნოი წამალს რომ ყიდიან სახლებთან გავმართავ აქციებს.
ვერ გამტეხავთ !!!!! _ დაწერა ჟურნალისტმა ფეისბუქზე.
ის ამბობს, რომ მის შვილს გადატანილი აქვს უმძიმესი ოპერაცია თავზე.
_ დაკავებისას ყვიროდა, რომ მას რაღაც შეკვრა ჩაუდეს !!!
ჩხრეკას იქ მყოფები არ დაასწრეს !!!!! _ წერს ელისო კილაძე.
ჟურნალისტი მისი ვაჟის დაკავების მოტივებზეც საუბრობს.
_ წუხელ ნათია მღებრიშვილის და მისი მეუღლის წინააღმდეგ გენინსპექციას მივმართე, როცა ბათუმელ ჯიმის დასცინოდნენ, 20-ში პროცესი მაქვს ეკა ბესელიასთან, 21-ში ზვიად ჯანყარაშვილთან.
შსს -ს მღებრიშვილების მყისიერი რეაქცია _ ჩემი შვილი დაკავებულია!
გიკვირთ?!

