ელისო კილაძის შვილის საქმეზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

ელისო კილაძის შვილის საქმეზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყოქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ვაჟის დავით ხარშილაძის საქმეზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ელისო კილაძე პოლიციელებს თავისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებასა და ძალადობაში ადანაშაულებს. უწყების ცნობით, პოლიციელები უკვე გამოიკითხნენ, გენინსპექცია სახალხო დამცველს ოფიციალური თხოვნით დღეს წერილობით მიმართავს.

ელისო კილაძის შვილს, რომელსაც გამოძიება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება, მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ქრონიკა +“-ის რედაქტორი შვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის პირად პატიმრად აცხადებს.