ელისო კილაძის შვილმა, დავით ხარშილაძემ, შიმშილობა გამოაცხადა

ელისო კილაძის შვილმა, დავით ხარშილაძემ, შიმშილობა გამოაცხადაჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე, პროტესტის ნიშნად შიმშილობას აცხადებს.

ცოტა ხნის წინ სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

_ გაურკვეველი რაღაც ნივთიერებები აღმოჩნდა ჩემს ჯიბეში, ეს მოხდა 3-4 წუთიან ინტერვალში, რა დროსაც მიწაზე ვიყავი სახით დაწოლილი, _ განაცხადა დავით ხარშილაძემ.

მისი თქმით, დაკავების შემდეგ მას ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს და შეუზღუდეს მხედველობა.

ხარშილაძე ვარაუდობს, რომ სამართალდამცველებმა მას ნარკოტიკული საშუალება სწორედ ამ დროს ჩაუდეს.

საქალაქო სასამართლომ შემდეგი განხილვა 18 აპრილს დაინიშნა.

დაკავებულის თქმით, სამართალდამცველებმა ის 2 დღის წინ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.