ელისო კილაძის ვაჟი დააკავეს

ელისო კილაძის ვაჟი დააკავესგაზეთ „ქრონიკა პლიუსის“ მთავარი რედაქტორის ვაჟი დაკავებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ნიუპოსტთან საუბრისას კილაძე ფაქტს ადასტურებს.

_ მეც მესამე პირისგან გავიგე, სამი საათის წინ დააკავეს, არ მიეცა არავისთან დაკავშირების საშუალება, მათ შორის არც ადვოკატთან, არ ვიცი, რა მიზეზით არის დაკავებული, ახლა მივდივარ ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში და გავიგებ ყველაფერს, _ განაცხადა კილაძემ ნიუპოსტთან.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინაააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში 1989 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავეს.
როგორც ინტერპრესნიუსს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება (2 შეკვრა ფხვნილი და აბები). გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებას გულისხმობს.