ეროვნულ ბანკს არავინ აკონტროლებს

ეროვნულ ბანკს  არავინ აკონტროლებსეკონომიკურ ექსპერტს დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ ლარი რყევას კვლავ განაგრძობს.იგი უკმაყოფილოა  ეროვნული ბანკის საქმიანობით, რადგან ქვეყანაში მისი მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს.

_ არა მგონია, რომ ლარი რაიმე სტაბილურობის დონეზე იყოს გასული. იგი ისევე ირყევა, მართალია, შედარებით ნაკლებად, მაგრამ ირყევა. ჩვენ არ ვიცით, რა პოლიტიკას ატარებს ეროვნული ბანკი ან საერთოდ რას აკეთებს. ამაზე ინფორმაცია არ არის, კონტროლის პალატა არ არსებობს, არ არსებობს სამსახური, რომელიც პარლამენტის დონეზე, კონტროლის თვალსაზრისთ ზუსტად შეამოწმებდა ეროვნული ბანკის საქმიანობას, – აცხაადებს ექსპერტი.

ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური მაკონტროლებელი ორგანო, რომელსაც ვენდობით. ამიტომ ასეთ ცალმხრივ სიტუაციებში რაიმე განსაკუთრებულ იმედებზე ყოფნა შეუძლებელია.

„ახალ თაობასთან“ საუბარში ექსპერტი აცხადებს, რომ  მიკროსაფინანსო ორგანიზაციები  ყაჩაღურ  საქმიანობას ეწეოდნენ, რაშიც სახელმწიფოა დამნაშავე.

_ მიკროსაფინანსოები აქამდე აღვირახსნილ საქმიანობას ეწეოდნენ. ეს ერთ-ერთი დიდი შეცდომაა, როდესაც ამ ორგანიზაციების ყოვლად გაუმართლებელმა და ყაჩაღურმა საქმიანობამ არაერთი ადამიანი დააზარალა. ბიზნესსაქმიანობას სწორად და სამართლიანად უნდა ეწეოდე. როცა 750 და 1000%-იანი სესხები გაიცემოდა, აქ უკვე ხელისუფლების პრობლემა იყო. ხელისუფლების შეცდომა იყო ამის ასე მიშვება და არა ამ ხალხისა. ადამიანებს თუ ნებას მისცემ, შესაძლოა, სულ გაძარცვონ სახელმწიფო. ამიტომ, ვერ მოსთხოვ კერძო პირს, იყოს გმირი. იგი ისეთია, როგორსაც სახელმწიფო კანონის ფარგლებში ჩასვამს. ასე რომ, ეს იყო შეცდომა, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ დემურ გიორხელიძემ.