ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, ქართული „მაფიის“ 48 წევრის დაკავება მოხდა. სპეცოპერაცია ერთდროულად 15 ადგილზე ჩატარდა _ მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში.
ამოღებულია 600-მდე საიუველირო ნაწარმი, ელექტროტექნიკა, 13 ათასი ევრო, დოკუმენტები და ძარცვაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები.
ესპანელი სამართალდამცავების თქმით, დაკავებულებს 40-ზე მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი მადრიდსა და მურსიაში, ასევე მკვლელობა საქართველოში.
ნიუპოსტი

