გალარებულია 75 მილიონი დოლარის სესხები

გალარებულია 75 მილიონი დოლარის სესხებიეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სესხების გალარება სავალუტო რისკებისგან თავის დაზღვევის საუკეთესო საშუალებაა.
_ ბოლო ინფორმაციით, გალარებულია 75 მილიონი დოლარის სესხები. დროთა განმავლობაში ზუსტდებოდა სესხების ის სია, რომელიც ექვემდებარებოდა გალარებას, დღესდღეობით გალარებულია დაახლოებით 23%, ეს იყო ნებაყოფლობითი პროცესი, ერთჯერადი პროგრამა, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა. ვფიქრობ, ეს იყო კარგი პროგრამა და მომხმარებლებს, რომელთაც სურდათ, რომ სავალუტო რისკებისგან დაეზღვიათ თავი, ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ ეს გაეკეთებინათ, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი განცხადებით ლარიზაცია შეიძლება რამდენიმე წელი გაგრძელდეს.

_ ეს არის გრძელვადიანი პროექტი, ბევრ ქვეყანაში ამას 10-15 და უფრო მეტი წელი დასჭირდა, ეს საკითხები და ღონისძიებები განხილული იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაამთავრა საქართველოში მუშაობა. ის პუნქტები, რაც არის ჩამოთვლილი, ჩვენ მივყვებით მათ განხორციელებას, – განაცხადა გვენეტაძემ.